
28 და 29 ნოემბერს იტალიაში მეცამეტედ, ხოლო რომში მეათედ გაიმართება საერთაშორისო ტურნირი Rome European Open 2026, რომელშიც საერთო ჯამში 38 ქვეყნის 261 ჯუდოკა არის რეგისტრირებული. გავრცელებული ინფორმაციით ტურნირის მთავარი ვარსკვლავი ჩეხი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლუკაშ კრპალეკია.
Rome European Open-ზე 13 ჯუდოკათი იქნება წარმოდგენილი საქართველო. ჩვენი გუნდის წევრები მედლებისთვის 6 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ, საიდანაც ყველაზე წარმომადგენლობითი -73 კგ იქნება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე ძირითადად ახალგაზრდული და სარეზერვო შემადგენლობით არის რომში ჩასული. ყველაზე ცნობადი სახე კი ამ შემადგენლობაში, ბაგრატ ნინიაშვილია. მოგეხსენებათ, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია European Open-ის კატეგორიის შეჯიბრებებს ტრადიციულად ახალგაზრდების გამოსაცდელად და სარეიტინგო ქულების დასაგროვებლად იყენებს. ჩვენი ნაკრების შემადგენლობა კი, ასე გამოიყურება:
-60 კგ გიორგი ჩანქსელიანი, რობიზონ დუღაძე, გიორგი არაბიძე
-66 კგ მერაბ სამადაშვილი
-73 კგ ბაგრატ ნინიაშვილი, თორნიკე მოსიაშვილი, გიორგი ახალაური, დავით გოდერძიშვილი, გიორგი გივიშვილი, თენგიზ ხიდაშელი
-81 კგ ირაკლი ბეროშვილი
-90 კგ ლუკა თურაზაშვილი
+100 კგ გიგა ტატიაშვილი
თუმცა, ყველაზე მრავალრიცხოვანი ტურნირის მასპინძელი იტალიის გუნდი იქნება. იტალიელთაგან 87 ჯუდოკა დაიწყებს მედლებისთვის ბრძოლას. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი კი, ტურნირზე მხოლოდ ქალთა ნაკრებით იქნება წარმოდგენილი. მედლებისთვის 10 აზერბაიჯანელი გოგონა იბრძოლებს.
აქვე გეტყვით, რომ ქართველ ჯუდოკათა ნაკრების მთავარი ვარსკვლავები სეზონის დასკვნითი უმაღლესი რანგის ტურნირებისთვის, ტოკიოს გრანდ სლემისა და მსოფლიო მასტერსისთვის ემზადებიან.





ჩვენ







