"სპორტფოტო" - არის ყოველწლიური ფოტო პროექტი, რომელიც საქართველოში მიმდინარე სპორტული მოვლენების, ასევე, მის ფარგლებს გარეთ ქართველი სპორტსმენების ან ფოტოგრაფების მონაწილეობით გამართული სპორტული ღონისძიებების აღმნუსხველი კადრების შეგროვებას ისახავს მიზნად.


პროექტმა ფუნქციონირება 2014 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ, ყოველწლიურად, თებერვალში განვლილი სპორტული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენებისას გადაღებული ფოტოების გამოფენა ეწყობა და გამოიცემა კატალოგი. ამ წლების მანძილზე პროექტში მონაწილეობა 40-ზე მეტმა სპორტულმა ფოტოგრაფმა და ფოტო-მოყვარულმა მიიღო.


პროექტის, "სპორტფოტოს" დაფუძნების დღიდან, რომლის მიზანიც, საქართველოში, სპორტის პოპულარიზაცია და ცნობადი სახეების დახმარებით, მასობრიობის გაზრდაა, პარტნიორი არის ქალაქ თბილისის მერია.


აღნიშნულ პროექტამდე, ჩვენი ორგანიზაცია 2004 წლიდან 2014 წლამდე თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფესტივალის „ნიამორის" ფარგლებში ყოველწლიურად ატარებდა ანალოგიური შინაარსის ფოტო-გამოფენებსა და კონკურსებს. რომელთა შორის, უცხოელი მონაწილენიც იყვნენ. სწორედ, "სპორტფოტოს" წინამორბედის დამსახურებაა, რომ ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებმა დაიწყეს სათავგადასვლო და ექსტრემალური სპორტული სახეობების შესახებ ფოტოების გადაღება. სხვათა შორის, "სპორტფოტო"-ში ალპინიზმისა და სპორტის ექსტრემალური სახეობების ფოტოებს დღემდე განსაკუთრებული ადგილი უკავია.


თუმცა, ამასობაში, ჩვენი ყურადღება მიიქცია სხვამ, არანაკლებ მნიშვნელოვანმა თემამ - სპორტული ფოტოს ნაკლებობამ. განსაკუთრებით, სპორტული და ქართველი სპორტსმენების მიერ ნაჩვენები შედეგების ვიდეო და ფოტო-კადრების ნაკლებობა, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების და 21-ე საუკუნის დასაწყისზე მოდის. ეს კი, ის პერიოდია, როდესაც ქართული სპორტის სხვადასხვა სახეობების წარმომადგენლებმა, თანამედროვე ქართული სპორტის ისტორიის წერა დაიწყეს. მათი სახელები და უფრო სახეები, კი ხშირად ფირზე აღუბეჭდავი დარჩა. დღემდე, ამ პერიოდის ფოტო-არქივად, ქართული მედია, უცხოური ფოტო-პორტალების მიერ გადაღებულ და შემონახულ ფოტო-მასალას იყენებს.


ბუნებრივია, სპორტულ ფოტო, ქართველი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული, იბეჭდებოდა ქართულ სპორტულ გამოცემებში. თუმცა, ხშირ შემთხვევაში არ იყო დაცული საავტორო უფლებები. ჩვენი პროექტი, სამომავლოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ, სპორტული ფოტოგრაფიის პოპულარიზაციასა და მისი საჭიროების პარალელურად, სწორედ ამ მიმართულებით აპირებს მუშაობის გაგრძელებას.