2009

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფესტივალი  "ნიამორი" - 2009

 

 

23-27 მარტი / ფილმების კონკურსი

ფილმების კონკურსში შემოსულია ასევე 20-მდე ფილმი. მონაწილე ქვეყნებს შორის არიან: აშშ, ბრიტანეთი, შვეიცარია, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, ავსტრია და საქართველო


პრიზები და ჯილდოები:


გრა-პრი - დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმი, რომელიც თავისი შინაარსით, შეესაბამება ფესტივალის შინაარს და ფესტივალის მაყურებლისთვის წარმოადგენს შემეცნებით ფასეულობას;

გამოვლინდება სამ ნომინაციაში გამარჯვებული:

საუკეთესო ალპინისტური ფილმი;


საუკეთესო სათავგადასავლო ფილმი;

საუკეთესო ექსტრემალური პროექტი;

ფესტივალზე ასევე დაწესებულია დამატებითი პრიზები:

• საუკეთესო უცხოური ფილმი;

• საუკეთესო ქართული ფილმი;

• საუკეთესო დებიუტი _ (პრიზი არის I ფესტივალის ნომინანტის, ლევან ლაგაზიძის სახელობითი პრიზი და გადაეცემა საუკეთესო ქართილ დებიუტს);

21 - 22 მარტი /ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურულ კონკურსში 20 ნამუშევარი შემოვიდა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მონაწილეებს მიეცათ თემა " ერთ დღეს მეც ავალ ევერესტზე". ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა 4 ფინალისტი, რომლებიც 21-22 მარტს ვაშლოვანის ნაკრძალში ფინალურ თხზულებას დაწერენ. ამ ჯერად თემას, ლიტერატურული კონკურსის პარტნიორი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შესთავაზებს. ისევე, როგორც სხვა კონკურსებში, ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 1 აპრილს გახდება ცნობილი.

ფინალისტებს შორის კი ჟიურისგადაწყვეტილებით არიან: ბელა ჩეკურიშვილი, ლევან რამიშვილი, სალომე შენგელიძე და გიორგი ჯოხარიძე.

„დაკარგული სამოთხე" ვაშლოვანში მოგზაური მწერლებისთვის


ოთხი ახალგაზრდა მწერალი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში პირველად მოხვდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამთო-სათავგადასავლო, ექსტრემალური ფილმების ფესტივალ „ნიამორის" ლიტერატურული კონკურსი ვაშლოვანის ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში წელს პირველად დაიგეგმა.

მწერლების ორდღიანი მოგზაურობა ''პანტიშარას ხეობის'' და ''დათვის ხევის'' დათვალიერებით დაიწყო. მათთვის სამი კავკასიური მდინარის შესართავთან წარმოქმნილი უნიკალურ ლანდშაფტში ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობა სამხრეთული სპილოს გაქვავებული ძვლები და კლდოვან ალესილებზე მერცხლების ქალაქი აღმოჩნდა. ცაში მონავარდე ზღაპრული შეფერილობის კვირიონების, ორბების და ყაპყაპების გარდა გაზაფხულზე ამ ხეობაში ათასობით ფრინველი იბუდებს.

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში მოგზაური მწერლების შემდეგი გაჩერება ტურისტებისთვის ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი- თვალუწვდენელი კანიონის გადასახედი იყო. "ვაუ, ეს სასწაულია, ჩემთვის აღმოჩენაა.."


"საოცრებაა - ეს მთები ოდესღაც ოკეანის ფსკერი იყო?..."


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის დალუქული გზავნილი, სადაც ლიტერატურული თხზულების თემის დასახელება იმალებოდა კანიონის გადასახედთან გაიხსნა. "დაკარგული სამოთხის..." თემაზე ლიტერატურული თხზულების შექმნისთვის მიცემული ორდღიანი ვადის ათვლა კანიონიდან დაიწყო.


მოგზაური შემოქმედებისთვის გზა საზღვართან მდებარე მიჯნისყურის ბუნგალოების სოფლისკენ გაგრძელდა. მრავალსაუკუნოვანი საკმლის ხის უნიკალურ ტყეებს, სადაც თითქმის გადაშენებული ლეოპარდის გარდა 230-მდე სახეობის ცოცხალი ორგანიზმი ბინადრობს, მთელს სიგრძეზე ალაზნის ჭალები მიუყვება. ნახევრადუდაბნოს ლანდშაფტიდან მდინარის ოაზისში გაშენებულ ტურისტულ სოფელში მოხვედრა ხეტიალით დაქანცული მწერლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
''დათვის ხევით'' დაწყებული მოგზაურობა მეორე დღეს ''არწივის ხეობის'' დათვალიერებით გაგრძელდა. მტაცებელ ფრინველებზე სპეციალური ჭოგრიტით დაკვირვებას მწერლებმა ყველაზე აზარტული სანახაობა დაარქვეს. ახალგაზრდა ხელოვანებმა მოგზაურობის დასასრულს "მზის ქალაქად" წოდებული ხორნაბუჯის ისტორიული ციხე და ელიას მთა მოიანახულეს.


ლევან რამიშვილის, ბელა ჩიკურიშვილის, სალომე შენგელიძისა და გიორგი ჯოხარიძის მიერ ვაშლოვანში დაწყებული ლიტერატურული ნაწარმოებებიდან საუკეთესო ნამუშევარს ფესტივალის ჟიური ორ კვირაში გამოავლენს.''ნიამორის" ყველა გამარჯვებულის დაჯილდოვებას პირველ აპრილს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი დაესწრება.

22 მარტი / შეჯიბრი ჟურნალისტებს შორის ხელოვნურ კლდეზე ცოცვაში


18 მარტი /ვიტორიო რონკეტის გამოფენა

იტალიელმა მოგზაურმა, მეცნიერმა და ფოტოგრაფმა ვიტორიო რონკეტიმ საქართველო, სეხნია ვიტორიო სელას ფოტოებში აღმოაჩნია და შემდეგ 1908-1913 წლებში ხუთჯერ იმიგზაურა. საუკუნის წინანდელი საქართველოს რონკეტისეული არქივი იტალიის ალპური კლუბის კუთვნილებაა, რომელიც თბისლისური ფესტივალის "ნიამორის" ფარგლებში მეორე წელია წარმატებით იფინება. ექსპოზიცია ამჯერად კაფე-გალერეა "დისქავერიში" გამოიფინა და მასზე სვანეთის, ყაზბეგის, თრუსოს, შატილის ამსახველი 50-ზე მეტი ფოტოა წარმოდგენილი.

ექსპოზიცია იტალიის საელჩოს ხელშეწყობით მოეწყო, "ფესტივალის" ფოტო-პარტნიორი კი წელს ქალაქ თბილისის მერიაა. მომავალში ფესტივალის ორგანიზატორები აპირებენ რონკეტის გზის გავლას, საუკუნის წინანდელი ადგილების ფოტოგრაფირებას და დღევანდელობასთან დაპარალელებას. მომავალი ექსოზოციაც სავარაუდოდ წლის ბოლოს გაიმართება. მომავალ ექსპოზიციაზე ვიტორიო რონკეტის მიერ გადაღებული გასული საუკუნის თბილისური ჩანახატებიც გამოიფინება.


7-8 მარტი / ფესტივალი "ნიამორის" მედია-სტარტი გუდაურში

7-8 მარტს გუდაურში, თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევზიო ფილმების ფესტივალის ტრადიციული მედია-სათხილამურო ტურნირი გაიმართა. ტურნირის მიზანია საქართველოში ტურიზმის, განსაკუთრებით კი სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა. 2009 წელს, ფესტივალის ამ ნაწილის გენერალური სპონოსობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ითავა.

2009 წლის შეჯიბრში მონაწილოება 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიიღო. ტრადიციულად შეჯიბრება როგორც პირად, ასევე გუნდურ ჩათვლაში გაიმართა. მონაწილეთა შორის "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" ორი-ორი გუნდი, I არხის, "მზის", "ალანიას", რადიო "იმედი", რადიო "ფორტუნა", "ნიამორის" გუნდები იღებდნენ. პირად ჩათვლაში მონაწილეებს ვეტერანი სპორტული კომენტატორი ივიკო მახარაძე და და "ჯორჯიან თაიმსის" წარმომადგენელი დევი გულაშვილი დაემატნენ.
უშუალოდ ჟურნალისტების შეჯიობრების სტარტის დაწყების წინ გუდაურში თოვლნარევი წვიმა დაიწყო. თუმცა ექსტრემის მოყვარული მედიის წარმომადგენლები უამინდობას და ნისლს არ შეუშინდნენ და ასპარეზობის სტარტზე გამოვიდნენ.

შეჯიბრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გახსნა. გოგნათა შორის სტარტი 20-მა მონაწილემ აიღო. საუკეთესო დრო "რუსთავი 2"-ის წარმომადგენელმა ქეთი ებანოიძემ მოიგო და ზედიზედ მეორედ დაეუფლა "ნიამორის" გამარჯვებულის სტატუსს. მეორე იყო "ნიამორის" გუნდის წარმომადგენელი სოფო ჩხაიძე, მესამე "რუსთავი 2"-ის დილის წამყვანი გვანცა დარასელია.

ვაჟთა შორის ძალები 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, ოპერატორმა და სხვადასხვა ტელევიზიის ტექნიკურმა წარმომადგენელმა სცადა. საბოლოოდ ვაჟთა შორის საუკეთესო "იმედის" ჟურნალისტი და წამყვანი მამუკა გოგლიძე გახდა. მეორე შედეგი "ნიამორის" წარმომადგენელმა გიორგი კაციტაძემ აიღო. მესამე საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული ჟურნალისტი და წამყვანი ნიკა ბერაძე გახდა.

გამარჯვებულებს მაღაზია "ექსტრემის" მიერ დაწესებლი თხილამურები გადაეცათ და "გუდაურის სნოუ ტურისგან" დაწესებული სამოგზაურო პაკეტითაც დაჯილდოვდნენ. სხვათა შორის, რადგან შეჯიბრი 8 მარტს ჩატარდა "გუდაური სნოუ ტურმა" ექსპრომტად საჩუქარი ქალთა შორის რიგითობით ბოლო მონაწილისთვისაც გააკეთა. შეჯიბრების წინ გამართულ კენჭისყრის შედეგად კი ეს პრიზი "რუსთავი 2"-ელ გვანცა დარასელიას ერგო.
პირად ჩათვლაში სამოყვარულო სტარტისთვის ტრადიციული პრიზები "ჩაინიკები" ამჯერად რადიო "იმედის" წარმომადგენელმა ზაზა ჭითანავამ და ტელე იმედელმა სალომე კასრაძემ აიღეს.


რაც შეეხება გუნდურ ასპარეზობას - აქ საუკეთესო შედეგი (გუნდის ხუთივე წევრი მოხვდა საუკეთესო ათეულში) "რუსთავი 2"-ის გუნდმა აიღო. მათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის გარდამავალი თასიც გადაეცათ გადაეცათ. სხვათაშოის "რუსთავი- 2" ნიამორული შეჯიბრების თასის შარშანდელი მფლობელია. ასე, რომ თასი კიდევ ერთი წლით "რუსთავი 2"-ის ოფისში დარჩება. გუნდური მეორე ადგილი "ნიამორის" გუნდმა და მესამე ტელე "იმედმა" აიღეს.

ფესტივალის თანაორგანიზატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. პარტნიორი სასტუმრო Gუდაური Hუტ; საინფორმაციო პარტნიორები: ტელე-იმედი, რადიო იმედი, Gეორგია თოდაყ, Nეწსგეორგია.გე.

 

4 - 18 მარტი / ფოტო კონკურსი

წელს ფოტო კონკურში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 39 ფოტომოყვარულმა, მათ შორის არიან უკრაინისა და ავსტრიის თავგადასავლების მაძიებელნიც. ფოტო-კონკურსის საბოლოო გამარჯვებული დასახელდება 1 აპრილს. ფოტოკონკურსის თანაორგანიზატორია ქალაქ თბილისის მერია. დასკვნით ეტაპზე გასული ავტორები არიან: ანდრო ქართველიშვილი, ლაშა გოდუაძე, მიშა სამხარაძე, გიორგი კვიჟინაძე, ნინო ნაროზაული, ანდრეი სიდორუკი (უკრაინა), ანდრეას რაიზნერი , ალექ კოლერი , პეტერ შონი , ჰერალდ პაფინგერი (ავსტრია), გუგა სოლოღაშვილი, ზურაბ ნაბახტეველი, თინა რევაზიშვილი, ია ყაყიჩაშვილი, გიორგი ბენდელავა, ნიკა ვარძელაშვილი, დავით ჩიტაია, ბაქარი გაბუნია, დიმიტრი ნადირაძე, სერგი ბარისაშვილი, რატი რატიანი, ნიკა ლებანიძე, კოტე გუჯაბიძე.