
დღეს ტაშკენტში ჯუდოში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა შერეულ გუნდურ ასპარეზობაში. მედლებისთვის ბრძოლა თექვსმეტმა გუნდმა დაიწყო.
საქართველოს გუნდმა პირველ შეხვედრაში ჩინეთი 4-0 დაამარცხა. შეხვედრები მოიგეს ბარბარე გელაშვილმა (+70კგ), გიორგი ქარჩაიძემ (+90კგ), ნინო თათრიშვილმა (-57კგ) და გიგი გიუნაშვილმა (-73 კგ).
1/4 ფინალურ შეხვედრაში ჩვენი გუნდი დაძაბულ ბრძოლაში დამატებით დროში ფრანგებთან 4-3 დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. აღსანიშნავია, რომ აქ, ქართული გუნდი ორი ქულით მარცხდებოდა, თუმცა გიგი გიუნაშვილმა (-73 კგ) და შემდეგ, ქეთი რობაქიძემ (-70 კგ) იპონით, მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ამის შემდეგ, იპონით გაიმარჯვა ირაკლი ქავთარაშვილმა (-90კგ) და ქართული გუნდი დააწინაურა, 2-3. თუმცა, აქ, ჯერი +70 კგ-ში ფრანგებმა ისევ გაგვითანაბრეს. აქ კი, დამატებითი დრო გახდა საჭირო, რომელშიც ფრანგებმა გვაჯობეს.
რეპეშაჟში ქართული გუნდი ლიეტუვას ნაკრებს დაუპირისპირდა. მეოთხედფინალის მსგავსად, ეს შეხვედრაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მითუმეტეს საფრანგეთთან დამღლელი დაპირისპირების შემდეგ. გამარჯვებულის გამოსავლენად კი, კვლავ დოლურა და დამატებითი დრო გახდა საჭირო. ჩვენებმა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვეს (შეხვედრები მოიგეს გიგი გიუნაშვილმა (-73 კგ), ქეთი რობაქიძემ (-70 კგ), ბარბარე გელაშვილმა (+70კგ). თუმცა, ამის შემდეგ, ლიეტუველებმა გაგვითანაბრეს და დოლურამ კი, ქეთი რობაქიძის წონა ამოაგდო, ქართველმა გოგონამაც კიდევ ერთხელ მოიგო) და რეპეშაჟის ფინალში გავიდნენ. მათი მეტოქე კი, ბრაზილიის გუნდი იყო, რომელმაც საკმაოდ მარტივად გაიარა ბადე, შედარებით სუსტ მეტოქეებთან (დაამარცხა უზბეკეთი 4-1, მოიგო გერმანიას 4-2 და 1/2 ფინალში დამარცხდა რუსეთთან 2-4).
ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში ქართულმა გუნდმა პირველი ორი სპარინგის მოგება მოახერხა - ქულები აიღეს გიგი გიუნაშვილმა და ქეთი რობაქიძემ. თუმცა, ამის შემდეგ, ბრაზილიელებმა გაგვითანაბრეს. ნიკოლოზ ზაალიშვილმა (+90კგ) კვლავ დააწინაურა ქართული გუნდი, ბრაზილიელებმა კი, ისევ გაგვითანაბრეს. დოლურამ ამჯერად, ბარბარე გელაშვილის წონა მოახერხა, თუმცა, ქართველი გოგონა დამარცხდა და ჩვენმა გუნდმაც მედლების მოგება ვერ მოახერხა.
აქვე გეტყვით, რომ ფინალში იაპონიისა და რუსეთის გუნდები შეხვდნენ. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონი კი, საბოლოოდ, იაპონიის შერეული გუნდი გახდა, რომელმაც რუსეთი 4-2 დაამარცხა.
ფოტო: (c) IJF





ჩვენ







