ქართველმა ახალგაზრდებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ბრინჯაო მოიგეს
ქართველმა ახალგაზრდებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ბრინჯაო მოიგეს
21.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უზბეკეთში 19-დან 21 ნოემბრის ჩათვლით მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა ჯუდოში. საქართველო ტაშკენტის ტატამზე 16 ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის 9 ბიჭი და 7 გოგონა იყო. ქართველებმა მედლებისთვის 6-6 წონაში იასპარეზეს. ჩვენ გუნდს წარმომადგენლები არ ჰყავდა +100 და +78 კგ წონით კატეგორიებში.


ქართული გუნდისთვის პირველი მედალი, ბრინჯაოს მედალი ლუკა ომანაძემ მოიგო (-60კგ). მომდევნო წონაში ქართული ბრინჯაოს ფინალი შედგა, რომელშიც თორნიკე გიგაურმა (-66კგ) გაიმარჯვა. კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ირაკლი ქავთარაშვილმა მოიგო. -90 კგ-ში მოასპარეზე ქართველმა ჯუდოკამ 1/2 ფინალში გააღწია, თუმცა, დამარცხდა და ბრინჯაოს ფინალში გადაერთო, სადაც როგორც უკვე აღნიშნეთ, საბოლოოდ, გაიმარჯვა და ქართულ გუნდს კიდევ ერთი ბრინჯაო შემატა. 1/2 ფინალში წააგო და ბრინჯაოს ფინალზე გადაერთო ნიკოლოზ ზაალიშვილიც (-100 კგ), თუმცა, დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.



ქართული გუნდის შემადგენლობა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე:

-60 კგ ლუკა ომანაძე

-66 კგ თორნიკე გიგაური, საბა საბაშვილი

-73 კგ გიგი გიუნაშვილი

-81 კგ გიორგი მუმლაძე

-90 კგ ირაკლი ქავთარაშვილი, ლუკა თევდორაძე

-100კგ ნიკოლოზ ზაალიშვილი, დავით პაპუკიშვილი



-48 კგ თამარ გიგოლაევი

-52კგ ნინო თათრიშვილი

-57კგ ნინო ხარაიშვილი

-63 კგ ნანა გულბიანი, მარიამ ნათელაური

-70 კგ ქეთი რობაქიძე

-78კგ ბარბარე გელაშვილი


ხვალ, 22 ნოემბერს, ტაშკენტში შერეული გუნდური შეჯიბრი გაიმართება.



ფოტო: (c) IJF