საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო
17.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

26 ნოემბერს ათენში და 29 ნოემბერს თბილისში, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს. ჯერ საბერძნეთის, ხოლო შემდეგ, პორტუგალიის წინააღმდეგ. ჯიკიჩის გუნდმა, აღნიშნული თამაშებისთვის მზადება 17 ნოემბრიდან დაიწყო. „თბილისი არენაზე" გუნდი არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და 10 კალათბურთელის მონაწილეობით, პირველი ვარჯიშიც გამართა. სერბი სპეციალისტის განკარგულებაში დღეს იყვნენ: ლუკა ლიკლიკაძე, დავით ტრაპაიძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, ამირან აროშიძე, ვილი ისიანი, რომა ჭინჭარაული და საბა გიგიბერია. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთა შორის სამი დებიუტანტია.


აღსანიშნავია ისიც, რომ ჯიკიჩის მიერ დასახელებული შემადგენლობიდან სავარჯიშო პროცესი ტრავმების გამო ვერ დაიწყეს ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და კახა ჯინჭარაძემ.


გამომდინარე იქიდან, რომ ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, ნაკრებში ყველა ლეგიონერი და ქართული სუპერლიგის რამდენიმე მოთამაშე ვარჯიშზე არ იყო. ჯიკიჩის 19-კაციანი შემადგენლობიდან ქართულ ჩემპიონატში მონაწილე გიორგი ტურძილაძეს „კსუ-კავკასიიდან" და გიორგი ოჩხიკიძეს „ბათუმიდან", 18 ნოემბერს, ევროტურნირების თამაშები ელით, შესაბამისად, ისინი გუნდს საბერძნეთში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე, 20 ნოემბერს შეუერთდებიან. აი, ნაკრების „დამრტყმელი ძალა" თორნიკე შენგელია, რატი ანდრონიკაშვილი, მარკის რიდი, გიორგი კორსანტია და ალექსანდრე ფევაძე ეროვნულს პირდაპირ ათენში შეუერთდებიან.


ნაკრები თბილისში 21 ნოემბრის ჩათვლით ივარჯიშებს, რის შემდეგაც საბერძნეთში გაემგზავრება და ამ ქვეყნის ნაკრებთან 26 ნოემბერს დაგეგმილი მატჩისთვის მზადებას ათენში გააგრძელებს.


ეროვნული ნაკრებში ნოემბრის თამაშებისთვის გამოძახებულნი არიან: თორნიკე შენგელია, რატი ანდრონიკაშვილი, მარკის რიდი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ლიკლიკაძე, დავით ტრაპაიძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი ოჩხიკიძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, ამირან აროშიძე, ვილი ისიანი, რომა ჭინჭარაული, საბა გიგიბერია.