საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა
17.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს სან მარინოში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ასპარეზობა დაასრულა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი, რომელიც მეორე შესარჩევ რაუნდში დოგანაში ასპარეზობდა, მასპინძელი სან-მარინოს ნაკრები 0-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი გოლიც, 26-ე წუთზე საკუთარ კარში მასპინძლებმა გაიტანეს.


საბოლოოდ, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, რომელიც B2 ჯგუფში ასპარეზობდა მესამე ადგილი დაიკავა. ჯგუფი ბოსნია და ჰერცეგოვინას 19-წლამდე ნაკრებმა მოიგო, მეორე ადგილი კი, დანიის ნაკრებს ერგო.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა პირველი შეხვედრა დანიასთან 2-5 წააგო. დამარცხდა მეორე მატჩიც ბოსნია და ჰერცეგოვინასთან 3-0.


საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა იხილეთ ბმულზე.


ჩვენი 19-წლამდე ნაკრები, მომდევნო შესარჩევ ციკლს 2027 წელს დაიწყებს, თუმცა, მასში მონაწილეობას ვასილ მაისურაძის გუნდი მიიღებს.  რომელმაც ნოემბრის სანაკრებო შესვენების დროს ორი ამხანაგური სპარინგი გამართა ყაზახეთის 18-წლამდე ნაკრებთან და ორივეში დამარცხდა, პირველში 1-2, ხოლო 17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში 1-3.


19-წლამდეთა ახალი საკვალიფიკაციო ციკლის წილისყრა ნიონში, 10 დეკემბერს გაიმართება. თუმცა, თამაშები 2027 წლის მარტი-ივნისის პერიოდში იგეგმება. დრო არ არის ბევრი, თუმცა, აღნიშნული თამაშებისთვის, მაისურაძეს სერიოზული სასელექციო სამუშაოს გაწევა მიუწევს, რათაც საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა B ლიგიდან A ლიგაში დაწინაურება მოახერხოს.



ფოტო: სფფ