
18 ნოემბერს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ (FFF), ოფიციალურად დაამტკიცა ფილიპ დიალოს კანდიდატურა ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის მარტში გაიმართება.
დიალოს კანდიდატურა უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა 16 ნოემბერს წამოაყენა. მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ევროპული ეროვნული ასოციაციები და განიხილავენ, როგორც მოქმედი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს მთავარ ალტერნატივას. უეფა-ს ამ ინიციატივას კი, სჭირდებოდა ფრანგული ფედერაციის თანხმობა. შესაბამისად, FFF-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად, 17 ნოემბერს გამართულ სხდომაზე დაუჭირა მხარი და შესაბამისად, ფიფა-ში კანდიდატიც დადგენილ ვადაში, 18 ნოემბრის შუაღამემდე წარადგინა.
დიალოს შემდეგ, ფიფა-ს პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, იაპონიის ფეხბურთის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი კოძო ტაშიმა დასახელდა.
თავის მხრივ, ფიფა-მ 19 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2027 წლის 18 მარტს მაროკოში (რაბატი) დაგეგმილ არჩევნებში სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას: ფილიპ დიალო, ფიფა-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და იაპონიის ფეხბურთის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი კოძო ტაშიმა.
აღსანიშნავია, რომ ფიფა-ს 77-ე კონგრესამდე სადაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი უნდა აირჩიონ, ფიფა-ს საარჩევნო კომიტეტი ჯერ განიხილავს და მხოლოდ 2027 წლის 18 თებერვალს დაასახელებს იმ კანდიდატებს, რომლები 18 მარტის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.
ახლა, როგორ ითვლება ხმები - ფიფა-ს პრეზიდენტობისთვის 211 წევრი ასოციაციიდან მინიმუმ 106 ხმაა საჭირო (თითო ქვეყანას მოგეხსენებათ 1 ხმა აქვს). დიალოს, რომელის კანდიდატსაც მარტის არჩევნებზე საქართველო დაუჭერს მხარს, საერთო ჯამში, ევროპის 55-ვე ქვეყნის სრული მხარდაჭერა, რაც გამარჯვებისთვის საჭირო ხმების ნახევარზე მეტია. ამას თუ დაემატა, აღნიშნული კანდიდატის ფრანგული კავშირები და ყოფილ კოლონიებთან მუშაობის გამოცდილება მისი მთავარი იარაღია - აფრიკის (54 ხმა) და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების გასახლეჩად, ეს უკვე საკმარისია, რომ ფიფა-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს.
ამას ემატება, 2026 წლის ივლისში ჯანი ინფანტინოს ირგვლივ ატეხილი სკანდალი. შეგახსენებთ, რომ ფიფა-ს პრეზიდენტს, სურდა მსოფლიო ჩემპიონატის წილების კერძო ინვესტორებზე ($4.2 მლრდ) გასხვისება, რამაც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დიდი პროტესტი გამოიწვია. დიალოც (მისი მხარდამჭერები) სწორედ ამ უკმაყოფილებაზე თამაშობს.
არჩევნებში მონაწილეობს იაპონელი კოძო ტაშიმა გამოჩენამ, ცოტა არია უეფა-ს კარტი, რადგან არსებობს რისკი, რომ ოპოზიციურად განწყობილი ფედერაციების ხმები დიალოსა და ტაშიმას შორის გაიყოს, რაც ისევ ინფანტინოს აძლევს ხელს.
თუმცა, ინფანტინოს ფინანსური და პოლიტიკური გავლენის გამო, დიალო ამ ეტაპზე მაინც „აუტსაიდერად" მიიჩნევა. მიზეზი კონფედერაციების ბლოკები არიან, რომლები ინფანტინოს უმაგრებენ ზურგს სამხრეთ ამერიკის (CONMEBOL) და აზიის (AFC) კონფედერაციების უმრავლესობა.
გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუკი, პრეზიდენტობისთვის ორზე მეტი კანდიდატი იბრძოლებს და შეგახსენებთ, რომ ეს საბოლოოდ, 2027 წლის 18 თებერვალს გახდება ცნობილი, პირველ ტურში გამარჯვებისთვის ხმების ორი მესამედი იქნება საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ტურებში ყველაზე ნაკლები ხმის მქონე კანდიდატები გამოეთიშებიან ბრძოლას, საბოლოოდ კი, გამარჯვებულს ხმების უბრალო უმრავლესობა გამოავლენს.
ფიფა-ს წესდების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა ასე მუშაობს: ტარდება არჩევნების პირველი ტური სადაც გასამარჯვებლად კანდიდატმა საარჩევნო ბარიერის 2/3-იანი ზღვარი უნდა გადალახოს. თუკი, სამი კანდიდატის შემთხვევაში ორმა დააგროვა ხმების, მაგალითად 42 და 40 %, ხოლო მესამემ შესაბამისად 18 %, ეს მესამე ეთიშება არჩევნებს და ინიშნება, არჩევნების მეორე ტური, სადაც, დიდი ალბათობით, გადამწყვეტი იქნება ის 18 %-ი რომელ კანდიდატს მიანიჭებს უპირატესობას.
მეორე ტურში საჭიროა უბრალო უმრავლესობა, შესაბამისად, ორ კანდიდატს (42%-იანსა და 40%-იანს) შორის იმართება ხელახალი, ფარული კენჭისყრა, სადაც გასამარჯვებლად საკმარისია უბრალო უმრავლესობა (50% + 1 ხმა), რაც საბოლოოდ, მინიმუმ 106 ხმა გამოდის.
რას ნიშნავს ეს დიალოსთვის? თუ პირველ ტურში კოძო ტაშიმამ (18%) ოპოზიციურად განწყობილი ფედერაციების ხმები წაიღო, მეორე ტურში სწორედ ეს 18% ხდება გადამწყვეტი. თუ ტაშიმას მხარდამჭერები (რომლებიც ინფანტინოს წინააღმდეგ აძლევენ ხმას) მეორე ტურში ფილიპ დიალოსკენ გადაიხრებიან, დიალოს ჯამური მაჩვენებელი 50%-ს გადააჭარბებს და ის არჩევნებს მოიგებს.
რაც შეეხება ჯანი ინფანტინოს, ის ფიფა-ს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. შვეიცარიელი ფუნქციონერი 2019 და 2023 წლებში, ფიფა-ს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. ახლა კი, მას ორი კონკურენტი ჰყავს და ზურგს უკან დიდი სკანდალი აქვს, რომელიც ჯერ არ ჩამცხრალა.





ჩვენ







