ქალთა ლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
ქალთა ლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
18.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში საქათველოს ქალთა ლიგის თასის ფინალისტების ვინაობა გაირკვა. თამაშები სფფ-ის ორ საფეხბურთო ცენტრში გაიმართა.ორივე შეხვედრაში 6 გოლი გავიდა, თუმცა, კარი მშრალად, მხოლოდ ერთმა მეკარემ შეინახა


დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში, საქართველოს ქალთა ლიგის თასის მოქმედმა მფლობელმა, თბილისის „ნიკე-ლუსომ" „ბათუმი" დაამარცხა, 3-0. ანგარიში ამ შეხვედრაში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-2 წუთზე თაიზიამ გაიტანა. თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, 86 წუთზე კი, დუბლიც გაიფორმა. მეორე ტაიმის შუაწელში, 61-ე წუთზე თავი მარიამ კალანდაძემ გამოიჩინა. ამრიგად „ნიკე-ლუსო" ზედიზედ მეორედ, საქართველოს ქალთა ლიგის თასის ფინალში ითამაშებს და ტიტულის დაცვას შეეცდება.


ამ მატჩის პარალელურად, ნახევარფინალი იყო, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრშიც, სადაც 2025 წლის სეზონის ფინალისტმა „კვარტალმა" „ლანცხუთს" უმასპინძლა. აქ, ანგარიში 27-ე წუთზე ლანჩხუთელებმა გახსნეს. გოლი, ნინო ბუხრიკიძემ გაიტანა, თუმცა, მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ზუსტად ორ წუთში, 29-ე წუთზე ანანო წიქარიძემ წონასწორობა აღადგინა. ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა. მეორე ტაიმის შუაწელში კი, 61-ე წუთზე სოფიკო ნარსიას გოლმა „ლანჩუხთს" ფინალური საგზური მოუტანა. „ლანჩხუთმა" 1-2 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.


საქართველოს ქალთა ლიგის თასის ფინალი დეკემბერში გაიმართება

 

 

ფოტო:ქსკ "კვარტალი"