
კოშიცეში, უეფა-ს ერთა ლიგის B ლიგის ბოლო მატჩის შემეგ, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები გასვლით შეხვედრაში, უკრაინის წინააღმდეგ, მატჩის დასაწყისში მიღებული სწრაფი გოლის წყალობით დამარცხდა 1-0, ეროვნული ნაკრების ქომაგებმა ტრიბუნასთან გიორგი ქოჩორაშვილს, გიორგი მამარდაშვილსა და ბუდუ ზივზივაძეს სთხოვეს მისვლა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის დიალოგი ჩემს წინ მიმდინარეობდა, მოსმენა არ მიცდია. მოგვიანებით კი, ეროვნული ნაკრების ქომაგთა ლიდერმა ბექა ნოზაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:
„საშინელი შედეგი დავდეთ - გამართლება არ აქვს და არ "პრავდება".
ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ხიბლიდან ვერ გამოვედით, ის ორი თამაშიც (ალბანეთი, ჩეხეთი) ინერციით მოვიგეთ, მიღწეულით დავკმაყოფილდით. აღარ იყო გამარჯვების წყურვილი და ვერც სიახლე შევიტანეთ. ალბათ, იყო გასახდელის პრობლემაც, მწვრთნელიც და გარემოც რომელიც მათ გარშემო შეიქმნა. მწვერვალზე (ჩვენი საზომით) ასვლა რთული აღმოჩნდა და წლები მოვანდომეთ, იქ გაჩერება გაგვიჭირდა.
ვაგინოთ ფეხბურთელებს? მწვრთნელს? ფედერაციას?
გინება ყოველთვის მარტივია, წაგებულის შემდეგ ყველა თითს იშვერს ვიღაცისკენ - გამარჯვებას ყველა ეპოტინება და ისაკუთრებს.
ნურავინ იფიქრებს, რომ ქომაგები ან მე ვინმეს ვიცავთ, ან რასაც კადრებში ხედავთ (გამხნევება) ეგრე არის პირად საუბრებშიც. არავის ვერიდები და ჩემზე მეტად არა მგონია ვინმე ბრაზდებოდეს ამ შედეგის გამო.
თამაშის შემდეგ ვისაუბრეთ, სათქმელი ორივე მხრიდან ითქვა და პირობაც დაიდო.
დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს, ეს მომავალი კი, გინებით და ზურგის შექცევით არ შეიქმნება," - წერს ბექა ნოზაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს კოშიცეში, უკრაინისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრას ქომაგების ტრიბუნის 35 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ ტრიბუნაზე, სლოვაკეთში მცხოვრები ქართველები დაესწრნენ. რადგან გულშემატკივარზე ჩამოვარდა სიტყვა, თამაშს, არა მხოლოდ ხსენებული, არამედ მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები ქართველებიც დაესწრნენ. მათ შრის იყვნენ, ავსტრიიდან, პოლონეთიდან ჩამოსული ქართველი ქომაგებიც.
სპეციალურად კოშიცედან





ჩვენ







