მომდევნო ტურში ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფი ასპარეზობას ასრულებს
მომდევნო ტურში ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფი ასპარეზობას ასრულებს
16.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს ქალთა ლიგის დასკვნითი ეტაპის მე-9 ტური გაიმართა. ქალთა ლიგის ზედა ჯგუფის დასულებამდე სამი, ქვედა ჯგუფში კი, მხოლოდ ერთი ტური რჩება.


ზედა ჯგუფში, სადაც ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩებმა „ლანჩხუთმა" და „ნიკე-ლუსომ" მორიგი თამაშები მოიგეს. ამ მომენტისთვის ცხრილს მოქმედი ჩემპიონი, „ნიკე-ლუსო" ლიდერობს,  ყველაზე ტიტულოვანი ქალთა გუნდი „ლანჩხუთი" კი, მეორე ადგილზეა.


სფფ-ის გვიმბალაურის საფეხბურთო ცენტრში „ლანჩხუთმა" „კვარტალს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცხა. ანგარიში 38-ე წუთზე 11-მეტრიანით გაბრიელა კამარგომ გახსნა. შესაძლოა, ბევრი თვლიდან, რომ ანგარიში პირველივე ტაიმში სოლიდური იქნებოდა. თუმცა, „სტუმრებმა" მოახერხეს წინააღმდეგობის გაწევა. აი, მეორე ტაიმში კი, ლანჩხუთელებმა ხუთი უპასუხო გოლი გაიტანეს.  ქალთა ლიგის მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერმა ნათია დანელიამ  პირადი გოლების ათვლა გააგრძელა და ოთხი გოლი (55', 57', 64', 88') გაიტანა. სხვათა შორის, ქალთა ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, დანელიას ანგარიშზე 48 გოლია. „კვარტალთან" შეხვედრაში კი, დღეს დუბლი გაბრიელა კამარგოს ანგარიშზეა. პირველ ტაიმში გატანილ გოლს, მან კიდევ ერთი (86') მატჩის მიწურულს დაამატა.


რამდენჯერმე გადაიწია „ბათუმისა" და „ნიკე-ლუსოს" თამაშის დაწყების დრომ. მიზეზი უამინდობა იყო, თუმცა, საბოლოოდ შეხვედრა გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა, „ბათუმს" 0-8 მოიგო. თუმცა, პირველი გოლი, ამ შეხვედრაში 36-ე წუთზე, 11-მეტრიანით გავიდა. ანგარიში, სოლანჟ კარვალიაშმა გახსნა, რომელმაც 44-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. ტაიმის უკანასკნელ წუთზე, ანგარიში სამამდე გაზარდა იულია სლიასარჩიკმა. მეორე ტაიმის დასაწყისში, 47-ე წუთზე ანგარიში ელენე ბოლქვაძემ გახსნა, 62-ე წუთზე კი, დუბლიც გაიფორმა. ამ გოლებს შორის თავი, კლუბის ლეგიონერმა ქეითი გოდენმა გაიტანა. შეხვედრის მიწურულს ათწუთიანი მონაკვეთი კი, კესო მეტონიძის იყო, რომელმაც 78-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა.


ქვედა ჯგუფში, ერთი ტურით ადრე გათამაშების დასრულებამდე დაგეგმილი სამი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის ლიდერმა ქუთაისის „მართვემ" თბილისში, საფეხბურთო ცენტრში „ავაზა" დიდი ანგარიშით, 0-9 დაამარცხა სოხუმის „დინამო". თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქუთათურთაგან სამმა ანასტასია ხანთაძემ (21', 64'), მარიამ გოროზიამ (22', 30') და მანონი საღარაძე (15', 34'). თითო გოლი, ლიზი ცაავამ (57') და ელენე თვალჭრელიძემ (82') გაიტანეს. თუმცა, თამაშს ბედი აქ, პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც ქუთაისელებმა 0-6 მოიგეს. სხვათა შორის, მასპინძლების ანგარიშზე, ამ ექვსიდან, ერთი ავტოგოლია.


თბილისში. სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ელიტამ" მინიმალური ანგარიშით 1-0 „რაჭა 2020" დაამარცხა. ამ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე სოფო ბერულავამ გაიტანა.


ქვედა ჯგუფის ბოლო შეხვედრა, რომელიც სფფ-ის რუსთავის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, ქალთა ლიგის დებიუტანტის „თეთრიწყაროს" გამარჯვებით დასრულდა. მასპინძლებმა „ვერე" 8-1 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ სწრაფი გოლის შემდეგ, რომელიც მეგი ირემაძემ (9') გაიტანა,  თეთრიწყაროელებმა, პირველ ტაიმში კიდევ ოთხი გოლი გაიტანეს და მონაკვეთი 5-0 მოიგეს. შეხვედრაში კი, მასპინძელთაგან გოლები ანა გრიგალაშვილმა (12'-პ, 34'), ქეთევან ქართველიშვილმა (24'),მარიამ მოდრეკილაძემ (40'), ნინო გოშაძემ (70'), ანა გობრონაძემ (87') და თამარა კვალიაშვილმა (90') გაიტანეს. მეორე ტაიმში 77-ე წუთზე, პრესტიჟის გოლი, მარია-იზაბელა მელიქიშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „თეთრიწყარომ" რომელიც ქვედა ჯგუფში მეორე ადგილზეა, მესამეადგილოსან „ვერესთან" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. თუმცა, სატურნირო მდგომარეობიდან  და სეზონის დასრულებამდე დარჩენილი ტურის გათვალისწინებით, 2027 წელს „თეთრიწყაროც" და „ვერეც" ქალთა ლიგაში იასპარეზებენ.


ქალთა ლიგის X ტური, 22 ნოემბერს გაიმართება. თუმცა, მანამდე, 18 ნოემბერს ქალთა ლიგის თასის 1/2 ფინალებია ჩანიშნული.