
დღეს თბილისში, მიხეილ მესხზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უნგრეთთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა. ამჯერად, სვანაძემ გიორგი მამარდაშვილი იახლა.
რამაზ სვანაძე: „რა თქმა უნდა, შედეგი მნიშვნელოვანია, როგორც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. მოსამზადებელი ეტაპი კლასიკური შესარჩევისთვის უკვე დაწყებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, შედეგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გვქონდა მცირე პრობლემები, თუმცა გუშინდელი ვარჯიშიდან მოყოლებული, ალთუნაშვილის გამოკლებით, ყველა ფეხბურთელი მზად არის.
მენტალურ მდგომარეობაზე ბევრი ვისაუბრეთ. ის, რომ ბოლო მატჩებში ვერ გავიმარჯვეთ, არ იყო იმიტომ, რომ ვიღაც რაღაცას აკლებდა. ფეხბურთში აღმართს დაღმართი მოსდევს. თანდათან საფეხბურთო გზა რთულდება, ჩვენ კი ძალიან რთულ გზაზე ვდგავართ.
სამწუხაროა, თუმცა ფეხბურთში ხდება ასეთი რაღაცები. მიუხედავად უდიდესი დანაკლისისა, გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები და იმედი მაქვს, მომდევნო თამაშებში წარმატებას მივაღწევთ.
დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ პროდუქტი, რასაც ვითხოვთ. რაც შეეხება ჩემს ხელწერას, 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორჯერ ითამაშა და წესით, ყველასთვის ცხადია, რა არის რამაზ სვანაძის ხელწერა.
გიორგი მამარდაშვილი: „ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ჩვენ, ფეხბურთელები და რამაზ სვანაძე უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ვენდობით, ჩვენი მხარდაჭერა აქვს. ვარჯიშები, რაც გავიარეთ, კარგად ჩაიარა და შევეცდებით, დავალებები ხვალ შევასრულოთ და წარმატებას მივაღწიოთ.
ყოველთვის ვცდილობ, რომ ნაკრებში ჩემს ოპტიმალურ ფორმაში ჩამოვიდე.
თოთოეული ფეხბურთელი განწყობილია, რომ ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ. მარტივ გზას არ გავდივართ, თუმცა ამ ჩავარდნას მოსდევს მაღლა ასვლა, თუნდაც ხვალინდელი თამაშიდან. გვინდა დავამტკიცოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე როგორც ვთამაშობდით, ეგ არ დაკარგულა და ისევ შეგვიძლია მოგება.





ჩვენ







