ბუდუ ზივზივაძე - ვეცდებით, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ
ბუდუ ზივზივაძე - ვეცდებით, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ
12.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 13 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მე-5 მატჩის წინ, მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშებს. მანამდე კი, რამაზ სვანაძე მედიასთან იმ ჩავლილ სამ დღეზე ილაპარაკებს, რა დროსაც შეკრებამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე გაამახვილა ყურადღება - ბოლო თამაშებიდან ერთი თვის თავზე, სვანაძის თქმით, სამწვრთნელო შტაბმა გააკეთა ანალიზი და შესაბამისად ის „პრობლემებიც" განიხილა რაზეც ვარჯიშების დროს გაამახვილებდა ყურადღებას. სავარაუდოდ, ისაუბრებს იმ თემაზეც, მოახერხა თუ არა, მობილიზება, რადგან ანახოს ხასიათი, რომელიც მომავალში კვლავ უნდა გახდეს საქართველოს ეროვნული ნაკრების სავიზიტო ბარათი, ისე, როგორც ეს ევრო 2024-ზე იყო.


მანამდე კი, დღეს ეროვნული ნაკრების საწვრთნელ პროცესში 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად სანდრო ალთუნაშვილს არ უვარჯიშია.


„ახალ მთავარ მწვრთნელს ამ შეკრებაზე უკვე სრულფასოვანი კვირა აქვს იმისთვის, რომ თავისი იდეები და ხედვები გაგვიზიაროს, ჩვენ კი ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ. ვფიქრობ, შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს და ამ დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას ვცდილობთ.


რაც შეეხება თამაშებს, ეროვნულ ნაკრებში თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ახლა, ამ პერიოდში და იმ ვითარებაში, რომელშიც სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ვიმყოფებით. ევროპის ჩემპიონატის წილისყრისთვის მნიშვნელოვანია, თუ რომელ ადგილზე დავასრულებთ ჯგუფურ ეტაპს.


ვეცდებით, ამ ორ მატჩში მწვრთნელის ყველა დავალება მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ და, რაც მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ, რომელიც აქამდე არაერთხელ უგრძვნია," - ამბობს ბუდუ ზივზივაძე სანაკრებო გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.


აქვე გეტყვით, რომ უნგრეთის ეროვნული ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს საქართველოში გამგზავრებამდე, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე, ტელკიში ჩაატარებს, ადგილობრივი დროით 09:45 საათზე. სფფ-ს სანაკრებო გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 21:15 საათზე მიხეილ მესხზე, უნგრეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება.


სფფ-ის ფოტო