„აპოლომ“ ამჯერად ბოლო წამზე წააგო
„აპოლომ“ ამჯერად ბოლო წამზე წააგო
12.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბლისის „ოლიმპიკში" საქართველოს ჩემპიონი „აპოლო" წყალბურთში, „ევრო თასის" მესამე ტურში ესპანურ „ტერასას" დაუპირისპირდა და რთულ შეხვედრაში 14-15 დამარცხდა. ტერასელებმა, რომლებიც თითქმის მთელი თამაში ანგარიშში ლიდერობდნენ, შეხვედრის დასრულებამდე 0.02 წამით ადრე გაშვებული გოლის წყალობით დამარცხდნენ.


აღსანიშნავია, რომ ქართულმა გუნდმა ძალიან ბევრი მომენტი გაანიავა. განსაკუთრებით, შეცდომებმა ბოლო მეოთხედში იმატა. გუნდი ჩქარობდა და რიგ მომენტებში უყურადღებოდ თამაშობდა. ანგარიში სრდან ვუკსანოვიჩმა გახსნა. ამის შემდეგ, სტუმრებმა მოახერხეს გათანაბრება და დაწინაურებაც კი, თუმცა, „აპოლო" მეტოქეს „კუდში" აჯდა და „გაქცევის" საშუალებას არ აძლევდა. პირველი მეოთხედის ბოლოს დრაგოლიუბ როგაჩის გოლით ახერხებს ანგარიშის გათანაბრებას, მარტინ გარდაშევიჩის გოლით წინ გადის ანგარიშში. თუმცა, სტუმრები ათანაბრებენ და მონაკვეთი ფრედ, 5-5 სრულდება.  მომდევნო ორი მეოთხედი „აპოლომ" თითო ბურთით, 3-2 და 4-3 მოიგო, შესაბამისად, გადამწყვეტი მონაკვეთის წინ კი, აპოლო ორი ბურთის სხვაობით, 12-10 იგებდა. დასკვნით მონაკვეთში კი, მაშინ როდესაც წესით ანგარიშში სხვაობა უნდა გაგვეზარდა და ამის, ქართულ გუნდს კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, 01:53 წუთით ადრე „ტერასამ" ანგარიში გაათანაბრა და თითქმის სირენასთან ერთად, მომგებიანი გოლი გაიტანა. ეს მონაკვეთი „აპოლომ" 2-5 წააგო, თამაში კი, ერთი ბურთით (იხილეთ, სტატისტიკური ჩანაწერი).


დღეს, ქართული გუნდიდან გატანილი გოლების ავტორები არიან: ნიკოლა მოსკოვი (5), ვუკ დრაშკოვიჩი (3), სრდან ვუკსანოვიჩი (2), ანდრია ბითაძე (1), მარტინ გარდაშევიჩი (1), დრაგოლიუბ როგაჩი (1), მატია სლადოვიჩი (1).


„ევრო თასზე" გამართული სამი მატჩს შემდეგ, „აპოლო" 3 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზეა. ჯგუფს კი, კვლავ „ბარსელონა" ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას, „აპოლო" 19 ნოემბერს კვლავ თბილისში, ამჯერად, ესპანური „ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს.


ფოტო: "აპოლო"