საქართველოს ნაკრები მეორე დღეა ნოემბრის თამაშებისთვის ემზადება
საქართველოს ნაკრები მეორე დღეა ნოემბრის თამაშებისთვის ემზადება
10.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მეორე დღეს, თბილისში მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გუნდმა, საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს 15 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ სვანაძემ ნოემბრის თამაშებისთვის ერთი ფეხბურთელი, ნიკა გაგნიძე დაიმატა. უკრაინული „კოლოსოს" წევრი, საბა საზონოვთან ერთად საწვრთნელ პროცესში 11 ნოემბრიდან ჩაერთვება. სავარაუდოდ ხვალიდან გუნდთან ერთად ივარჯიშებენ საბა გოგლიჩიძე და გიორგი მიქაუტაძეც.


ფედერაციის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით გიორგი ქოჩორაშვილი უნგრეთთან მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, ამას გარდა, ბოლო ტურის მატჩისთვის ფეხბურთელი მსუბუქი ტრავმის გამო ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.


ხსენებული ფეხბურთელების გარეშე სამ დებიუტანტთან (გიორგი მაისურაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ნოდარ ყალიჩავა) ერთად, რომლებსაც სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტრადიციული სიმბოლური საჩუქრები გადასცა, ეროვნულმა ნაკრებმა 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.


14 და 17 ნოემბრის თამაშებისთვის რამაზ სვანაძეს 27 კაციან განაცხადში არიან - მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე", თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა („დინამო", ბათუმი, საქართველო); დაცვა: საბა გოგლიჩიძე („მონცა", იტალია), საბა საზონოვი („ხეტაფე", ესპანეთი), ივა გელაშვილი („კლუჟი", რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი", გერმანია), ლაშა დვალი („ცსკა 1948", ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე („ქაისერსფორი", თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), გიორგი მაისურაძე („პოლისია", უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანრი მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ", აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია", ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო", საქართველო), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა) სანდრო ალთუნაშვილი („დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი („სპარტაკ ტრნავა", სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე", იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო", ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი („რასინგი", ესპანეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა სტრედა", სლოვაკეთი).


შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგის მე-5 კალენდარულ მატჩში საქართველოსა და უნგრეთის მატჩები, თბილისში, 14 ნოემბერს 20:45 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები, ჯერ კვლავ გაყიდვაშია.


სფფ-ის ფოტო