
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ხვალ, 11 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი რაუნდში დაიწყებს ასპარეზობას. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი ავსტრიის ნაკრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 16:00 საათზე დაუპირისპირდება. ჯგუფის მეორე შეკრებას კი, 17-წლამდე ნაკრები 17 ნოემბერს , თბილისის დროით, ასევე 16:00 საათზე ჩაატარებს.
აღნიშნული თამაშებისთვის ჩვენმა 17-წლამდე ნაკრებმა შეკრება 9 ნოემბრიდან, სფფ-ის ქუთაისის აკადემიაში დაიწყო. ჩიტაურის განკარგულებაში 20 ფეხბურთელია, მათ შორის მეკარეები: შოთა მეტონიძე („ტორპედო" ქუთაისი), ოთო გურიელი („დინამო თბილისი"); მცველები: ანდრია ფოცხვერია („ინტერი" თბილისი), ნიკოლოზ კობზონაძე („დინამო თბილისი"), გაბრიელ გოგუა („დინამო თბილისი"), გიორგი აბულაძე („დინამო თბილისი"), დემეტრე ჩხარტიშვილი („ინტერი" თბილისი), საბა მეტონიძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ლიპარტელიანი („ატლეტიკ სან ჟუსტი", ესპანეთი); ნახევარმცველები: ანდრია ოჩიგავა („დინამო თბილისი"), ერეკლე კაკულია („სამტრედია"), დემეტრე ქურასბედიანი („დინამო თბილისი"), ჯუმბერ დუმბაძე („გონიო"), გიორგი მღებრიშვილი („ინტერი", თბილისი), დიმიტრი ბიჩინაშვილი („დინამოვეცი", რუსეთი), გიორგი ღუნაშვილი („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ჩიქოვანი („ინტერი" თბილისი), დავით მაჭარაშვილი („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: გური კაკაბაძე („რუსთავი"), ნიკოლოზ სახვაძე („დინამო თბილისი").
სფფ-ის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, ქუთაისიდან, 17-წლამდე ნაკრების ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube-ის არხზე იქნება შესაძლებელი.
სფფ-ის ფოტო





ჩვენ







