18-წლამდე ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატის ფინალში არიან
18-წლამდე ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატის ფინალში არიან
10.11.2026
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დღეს 1/2 ფინალში ნიდერლანდების ნაკრები 24-19 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. თავის მხრივ, ცოტა ხნის წინ ესპანეთის ნაკრებმა ჩემპიონატის მასპინძელი ჩეხეთი 28-24 დაამარცხა.


ალბათ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 18-წლამდე ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატის ფინალში 2018 წლიდან მოყოლებული ზედიზედ მე-11 იასპარეზებენ. ამ 11 ფინალიდან, ქართველებს 6-ჯერ ევროპის ჩემპიონის ტიტული აქვთ მოგებული (2018, 2019, 2021, 2022, 2023 და 2024 წლებში), ოთხჯერ კი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ - სამჯერ საფრანგეთთან და ერთხელ 2025 წელს ესპანეთთან. ასე რომ 14 ნოემბერს ქართულ გუნდს, მშვენიერი შანსი ეძლევა რევანშისთვის.


დღეს გამართულ 1/2 ფინალში კი, ქართულმა გუნდმა  პირველი ტაიმიდან მოახერხა უპირატესობის მოპოვება. მეტოქეს სამი ლელო დაუდო და პირველი ტაიმი 19-7 მოიგო. მეორე ტაიმში მეტოქემ თამაში გამოასწორა და ანგარიშშიც წამოგვეწია, თუმცა, საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა მოახერხა ფინალში გასვლა.


იხილეთ მატჩის სტატისტიკა და შემადგენლობა ბმულზე.