
დომინიკ სობოსლაიმ, შესაძლებელია, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშოს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას შინ უნგრეთის, სტუმრად კი უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ცნობით, დომინიკ სობოსლაიმ მუხლის ტრავმაზე სამედიცინო შემოწმება გაიარა.
„ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბი მომდევნო დღეებში ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენი გუნდის კაპიტანი სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში რაც შეიძლება მალე იყოს. თუმცა, გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ის მატჩში მონაწილეობას, სავარაუდოდ, მხოლოდ ბოლო მომენტში მიიღება", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთს, 14 ნოემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე, 20:45 საათზე უმასპინძლებს. ამ დროისთვის ჩვენს გუნდს 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.





ჩვენ







