19-წლამდე ნაკრები სან-მარინოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში იასპარეზებს
19-წლამდე ნაკრები სან-მარინოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში იასპარეზებს
09.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

10 ნოემბერს გამთენიისას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სან-მარინოში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში ითამაშებს. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი B ლიგის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ბოსნია და ჰერცეგოვინას, დანიისა და მასპინძელ სან-მარინოს დაუპირისპირდება.


ხიზანიშვილის გუნდი შეკრებაზე 6 ნოემბერს, რუსთავის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში შევიდა. 19-წლამდეთა ნაკრებს ყველაზე ბოლოს თორნიკე კვარაცხელია და კობა კაკაშვილი, ასევე გიორგი კობახიძე გუნდს მხოლოდ დღეს, ეროვნულ ლიგაში გუშინ ჩატარებული მატჩის შემდეგ შეუერთდნენ. საერთო ჯამში კი, სან-მარინოში 20 ფეხბურთელი გაემგზავრება:


მეკარეები: საბა ასანიძე („ლოკომოტივი", თბილისი), მათე ჭელიძე („დინამო თბილისი"); მცველები: გიორგი ლომიძე („დინამო თბილისი"), მათე შათირიშვილი („სამგურალი", წყალტუბო), საბა მარსაგიშვილი („იბერია 1999"), შოთიკო დიაკონიძე („დინამო თბილისი"), ლუკა კუპრავა („ტორპედო", ქუთაისი), ლუკა ჩაბრაძე („ლოკომოტივი", თბილისი), ერეკლე ძერყორაშვილი („ლოკომოტივი"); ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999", თბილისი), ლუკა გურჩიანი („გაგრა"), საბა ავდოევი („იბერია 1999" თბილისი), ნიკოლოზი ბარიხაშვილი-შეყლაშვილი („ატლეტიკო" ოსასუნა), კობა კაკაშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი კობახიძე („დილა" გორი), ნიკოლოზ ადუაშვილი („დინამო თბილისი"), თორნიკე კვარაცხელია („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: დათო მელაშვილი („ლოკომოტივი" თბილისი), სანდრო მიქაუტაძე („დინამო თბილისი").


სხვათა შორის საქართველოს 19-წლამდეთა ნაკრებში აღნიშნულ შესარჩევ ტურნირზე უნდა ეთამაშათ ანდრია ბართიშვილსა და საბა ხარებაშვილს. თუმცა, პირველმა ეროვნული ლიგის შეხვედრაში მიიღო ტრავმა და სავარაუდოდ სეზონი დროზე ადრე დაასრულა. ხარებაშვილმა კი, რომლის თაობაზეც ეროვნულმა და 19-წლამდე ნაკრებებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთელი, სწორედ ასაკობრივ ნაკრებს უნდა დახმარებოდა, თბილისში გამომგზავრებამდე ორი დღით ადრე ვარჯიშზე დაშავდა. ქართველი და თურქი ექიმების გადაწყვეტილებით და მთელი რიგი კვლევების დასკვნებიდან გამომდინარე, გადაწყდა, ფეხბურთელისთვის ათდღიანი შესვენება მიეცათ. ასე, რომ აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში, ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხიზანიშვილის გუნდს ამჯერად ვერ დაეხმარება.


ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის B ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები B2 ჯგუფში 11-დან 17 ნოემბრის ჩათვლით სან-მარინოში „ენციო კონტის" სტადიონზე სამ შეხვედრას გამართავს.


11 ნოემბერი, დანია - საქართველო

14 ნოემბერი, ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო

17 ნოემბერი - სან მარინო - საქართველო


აქვე გეტყვით, რომ B ჯგუფში გამარჯვებული, ასეთი კი, მინი-ტურნირების შემდეგ, საერთო ჯამში 7 გუნდი იქნება.