
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე თვლის, რომ ქვეყნის მთავარ საფეხბურთო ნაკრებს სიახლეები სჭირდება. თუმცა, ამ სიახლეების სისრულეში მოყვანას დრო. ამ და სხვა საკითხებზე სვანაძემ დღეს თბილისში, მიხეილ მესხზე გამართულ წინა სანაკრებო შეკრების დაწყებამდე მედიასთან ილაპარაკა.
„ვიწყებთ შეკრება თამაშებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პირველი არის ის, რომ გვინდა დავაფიქსიროთ შედეგი ორივე თამაშში და გვინდა, რომ ორივე თამაშში დადებით შედეგს მივაღწიოთ. დარჩენილი თამაშები ასევე, არანაკლებ მნიშნელოვანია იმ მხრივ, რომ ეს არის ის პირველი შეკრება სადაც გვექნება იმის დრო და თუნდაც, სავარჯიშოდ ის რამდენიმე დღე, სადაც ფეხბურთელებს შევძლეთ გავუზიაროთ და გადავცეთ ის იდეები, თუ როგორ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა მომავალში", - ამბობს სვანაძე და მოგვიანებით თემას კვლავ უბრუნდება: „ერთი თვის მანძილზე განვლილ თამაშებზე გავაკეთეთ ანალიზი. გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ სად გვქონდა პრობლემები. სად ვიყავით შედარებით კარგად. მერწმუნეთ, რომ ყველა იმ მომენტზე თუ, სათამაშო სიტუაციაზე, სადაც ჩვენ გვგქონდა პრობლემები მოხდება სათანადო რეაგირება. როდესაც მე აღვნიშნე, რომ გვაქვს 3-4 დღე სავარჯიშო, ეს ძალიან კარგია, რადგან რეალურად შევეხებით იმ პრობლემებს, რომლებიც თამაშიდან თამაშამდე ჩანდა. რაც შეეხება მთლიან სიტუაციას (ლაპარაკია, ნაკრების მომავალზე), მაინც საწყისებზე ვართ, ახლა იწყება იმ გუნდისა და თამაშის ფორმირება, რომელიც ჩვენ გვინდა. ვიცი, რომ რთული თამაშები გვექნება. ისიც ვიცი, რომ გაგვიჭირდება, თუმცა, მეორეს მხრივ მინდა, ხასიათი ვნახო, რომელიც საქართველოს ნაკრებს ჰქონდა. რაც უფრო მალე დავიბრუნებთ, ამ ხასიათს, მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის".
განვლილი თამაშების გაანალიზების შემდეგ, უკვე მშვიდ გონებაზე და ალბათ, ბევრჯერ ნაფიქრის შემდეგაც, დღეს სვანაძემ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ის ეროვნულ ნაკრებში დაინიშნა, დაინახა, რომ „სტანდარტულების" შემთხვევაში ბევრი სირთულე ჰქონდათ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სირთულეებს მეტ-ნაკლებად თავი გაართვეს, გუნდს მოუწევს, დახვეწა, როგორც შეტევაში ასევე დაცვაშიო. რაც შეეხება, შემადგენლობას, რომელზეც ამ მომენტში სვანაძემ და მისმა შტაბმა გააკეთა აქცენტი გამოწვეული იყო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა ტრავმებიდან გამომდინარე.
„ხვიჩას ტრავმა, სერიოზული დარტყმა იყო ჩვენთვის და მთელი ქვეყნისთვის. ყველას გვქონდა ხვიჩასთან ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ, რომ ის უფრო ძლიერი დაბრუნდება. თუნდაც მისი განვლილი გზა და ხასიათი, რომ ავიღოთ, მაძლევს ამის თქმის საბაბს. ხვიჩას გარეშე თამაშთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ „კვარა" არ უნდა შევცვალოთ ინდივიდუალურად. ჩვენ უნდა შევეცადოთ, მის გარეშე გუნდი იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, გუნდმა გადაინაწილოს ყველაფერი და გუნდური პრინციპები წამოვიდეს წინა პლანზე. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თამაშით ეს გუნდური პრინციპები მაღალ დონეზე იქნება.
ტრავმირებულები ბევრია და ეს ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა ხვიჩა, რომელიც ყველას დაგვაკლდება. ამას ემატება კიტეიშვილის ტრავმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ასევე, ტრავმირებულია ძალიან დიდი ჯგუფი ფეხბურთელების, თუმცა, ეს არის ყოველთვის შანსი ახალი ფეხბურთელებისთვის. შანსი, რომელიც მათ უნდა გამოიყენონ. ნაკრებში არის ახალი სახეები, დანარჩენი გადაწყდება სავარჯიშო პროცესიდან გამომდინარე და თამაშის დროს", - ამბობს სვანაძე.
ახალი სახეები კი ამჯერად ნოდარ ყალიჩავა, გიორგი მოისწრაფიშვილი და გიორგი მაისურაძე არიან. სხვათა შორის, ნოემბრის თამაშებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენს გვერდთან, TSFF.Ge-სთან შემოვიდა შეკითხვები თუ რატო არ მოხვდა ეროვნულის განაცხადში საბა ხარებაშვილი, რომელსაც სექტემბრიდან საკმაოდ დაუგროვდა საყურადღებო თამაშები „ბაშაქშეჰირის" შემადგენლობაში.
„ყალიჩავას ძალიან კარგი სეზონი აქვს. განსაკუთრებით, ოქტომბრის თვე და ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, გაგვეზარდა კონკურენცია უკვე ამ რგოლში. გუნდში, კონკურენცია აუცილებელია. ჩვენ გვყავს კერესელიძე, ძალიან კარგი მეკარე, ნამდვილად არ ვარ მისი თამაშით უკმაყოფილო. უბრალოდ, გვინდოდა გაგვეზარდა გუნდში კონკურენცია. რაც შეეხება მაისურაძეს, აუცილებლად გვჭირდება კონკურენცია დაცვის მარჯვენა ფლანგზე. მისმა ბოლოდროინდელმა შედეგებმა მომცა იმის საშუალება, რომ ის გამომეძახა. დანარჩენი მასზე იქნება დამოკიდებული. იგივე შემიძლია ვთქვა, მოისწრაფიშვილზე. ზოგადად ვთვლი, რომ მოისწრაფიშვილს აქვს ძალიან მაღალი საფეხბურთო ინტელექტი, მისი პრობლემა იყო ფიზიკური მომზადება, ფეხბურთის ინტენსიური თამაში. ბოლო პერიოდში ის, სტაბილურად თამაშობს, მისი მონაწილეობით ძალიან ბევრი მატჩი ვნახეთ. ასე რომ თუ ის, ამ კომპონენტში მოუმატებს და ისეთი იქნება, რაც თანამედროვე ფეხბურთს სჭირდება, ძალიან კარგ ნახევარმცველს მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები", - ამბობს სვანაძე და იქვე, ჩვენს შეკითხვას პასუხობს ირაკლი აზაროვთან და საბა ხარებაშვილთა დაკავშირებით: „ირაკლი აზაროვი მზად არის თამაშისთვის. ტრავმის შემდეგ, მან რამდენიმე მატჩი ითამაშა თავის გუნდის შემადგენლობაში. ვნახეთ ეს თამაშები და ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ვთვლი, რომ აზაროვი ის ფეხბურთელია, რომლის კლასიც საქართველოს ნაკრებს ყოველთვის სჭირდება. ამიტომ ის, ყოველთვის მიიღებს შანსს და ახლაც, არის ჩვენს ნაკრებში. ბოლო თამაშებში ჩვენ გვქონდა პრობლემები პრესინგიდან ამოსვლაში, აზაროვის ტიპის ფეხბურთელი, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გვჭირდება. გვჭირდება დაცვის უკანა ხაზში. ვარჯიშების პერიოდში შეფასდება, არის თუ არა ირაკლი მზად, ორი სრულფასოვანი 90-წუთიანი თამაში ითამაშოს.
რაც შეეხება საბა ხარებაშვილს, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ის ამჟამად ტრავმირებულია. საბა იყო ჩვენს თვალთახედვაში, თუმცა, მოგვიანებით, ჩემი პირადი გადაწყვეტილებით და რა თქმა უნდა, საქართველოს 19-წლამდეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან და ალექსანდრესთან შეთანხმებით, ეს ფეხბურთელი დავუთმეთ ასაკობრივ ნაკრებს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაკრების წარმატება, რომელსაც პრინციპულ (სარედაქციო შენიშვნა - ზურა ხიზანიშვილი გამთენიისას, ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდის ჯგუფური ეტაპის სათამაშოდ მიემგზავრება) მატჩებს თამაშობს. ტრავმირებულია ანდრია ბართიშვილიც და ეს ორი დანაკლისი, საკმაოდ დიდია ამ ნაკრებისთვის".
ჩემი კოლეგები კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის შესახებაც დაინტერესდნენ. ერთ-ერთი სანდრო ნარიმანიძე იყო. მედიას აინტერესებდა გურამ გიორბელიძისა და ლუკა გადრანის შესახებაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოსაზრება, იმის ფონზე რომ გუნდის განახლება მიდის, ხომ არ გააკეთებს მომავალი თამაშებისთვის სვანაძე, იმ ფეხბურთელებზე აქცენტს, რომლებთანაც თუნდაც ბოლო ორ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოუწია მუშაობა. ეროვნული ნაკრები არ არის ასაკობრივი გუნდი და ამიტომ, კონკურენციიდან გამომდინარე, ამ ნაკრებში თამაშის შანსი მიეცემა ყველას, ასაკის მიუხედავად, ვინც დაიმსახურებსო.
„ყველა მწვრთნელი ბედნიერია, როდესაც გუნდში ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც გიორგი წიტაიშვილია და რომელსაც რამდენიმე პოზიციის ათვისება შეუძლია. ჩვენთან ასეთი ბევრი ფეხბურთელია, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა სისტემაში თამაში და მე ამის გამოყენება შემიძლია. ამიტომ, წიტაიშვილის პოზიცია მინდორზე, გადაწყდება იმის მიხედვით, თუ რა სისტემით ითამაშებს საქართველოს ნაკრები და ვინ იქნება მოწინააღმდეგე.
სანდრო ნარიმანიძეს შარშანაც და ახლაც, ძალიან კარგი სეზონი აქვს. ამ მიზეზით და ჩემი გადაწყვეტილებით ის გახდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. ის კონკურენციაშია. სანდრო ამ შეკრებაზე არ არის ჩვენთან, მაგრამ ახლა არ არის ნაკრებში, რადგან გვყავს მარცხენა ფეხით მოთამაშე ორი ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი და ლაშა დვალი. ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, თუ ვინმეზე შესაძლოა არ გვქონდეს პრეტენზია ეს იყო ჩვენი დაცვის ხაზი. ამიტომ ამ მხრივ კონკურენციის მომენტია, მეტი არაფერი და დარწმუნებული ვარ, თუ სანდრო ასე განაგრძობს, მალე ისიც მოირგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს. ამას გარდა დავიმატეთ ჯიმი ტაბიძე, რომელსაც თანაბრად შეუძლია ორი პოზიციის დაფარვა, როგორც წიტაიშვილზე იყო კითხვა, ანალოგიური სიტუაციაა ჯიმისთან დაკავშირებით.
საბა გოგლიჩიძის პროგრესი მახარებს. მახარებს მისი ცვლილება, თუნდაც მენტალური კუთხით. ერთადერთი რასაც ვისურვებდი, რომ ეს სტაბილური თამაში შეინარჩუნოს და განავითაროს, რადგან აქვს დიდი პოტენციალი ითამაშოს დიდი ფეხბურთი და საქართველოს ნაკრებსაც გამოადგეს", - ამბობს სვანაძე.
კიდევ ერთი საკითხი, ალბათ, უფრო საკადრო საკითხები, რომელითაც დღეს მედია დაინტერესდა - პირველი ვინ იქნება ეროვნული ნაკრების კაპიტანი საქართველო კაპიტნის ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიცე-კაპიტნის ოთარ კიტეიშვილის არ ყოფნაში. სვანაძემ გარკვევით თქვა, რომ ამ მხრივ გუნდში არაფერი არ იცვლება და გუნდს ნოემბრის თამაშებში კაპიტნის სამკლაურით ოთარ კაკაბაძე გაუძღვება თამაშებზე.
მეორე საკითხი, დარჩებოდნენ თუ არა სვანაძის ფორმაციის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში არც თუ შორეულ წარსულში ეროვნული ნაკრების მოქმედი და ბოლო თამაშებში ეროვნულში გადმობარგებული გურამ კაშია და ნიკა კვეკვესკირი. სვანაძემ თქვა, რომ სამწვრთნელო შტაბიდან არავინ მიდის. უფრო მეტიც, ამ კომპონენტში არის მატებაო. გუნდთან ერთად უკვე დღეიდან მუშობას შეუდგენ 1981 წლის დინამოელი ზაურ სვანაძე და გორგი ადამია, რომლებიც ახალგაზრდულ ნაკრებში რამაზთან ერთად მუშაობდნენ.
და ბოლოს, 14 ნოემბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტაიდონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელთანაც ერთი თვის წინანდელი მარცხის რევანში გვაქვს ასაღები.
#ეროვნულინაკრები





ჩვენ







