„მესხზე“, რადგან სავსე ტრიბუნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება
„მესხზე“, რადგან სავსე ტრიბუნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება
09.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია სივრცეში ტრადიციულად, მას შემდეგ რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა გახდა ცნობილი, პრეს-კონფერენცია გაიმართა. ტრადიცია, რომელიც ვილი სანიოლის სახელს უკავშირდება და საკმაოდ კარგი საშუალებაა მედიის „გასახურებლად", რამაზ სვანაძემაც გააგრძელა. თუმცა, ვილის სანიოლის შესახებ, მისი მთავარი პოსტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, კითხვები კვლავ დაისვა.


„ვილი სანიოლთან ხელშეკრულების დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. მას დიდი დამსახურება აქვს ჩვენი ნაკრების წინაშე. ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, ჩენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატების. რა თქმა უნდა თამაშის შემდეგ ვისაუბრეთ, ყველა უკმაყოფილო იყო შექმნილი სიტუაციით, თუ როგორ ასპარეზობდა ბოლო თამაშებში ჩვენი ნაკრები. თუმცა, ის ურთიერთობა, რაც ჩამოყალიბდა და მნიშვნელოვანია, ამიტომ გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ძალიან დიდი მადლობელი ვართ ვილისი, რაც გააკეთა. თუმცა, დრო იყო სიახლის და მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება," - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.


ფეხბურთის გულშემატკივარს, რომელიც ნოემბრის თბილისურ თამაშზე „დინამო არენაზე" წასასვლელად ემზადებოდა ოქტომბერში გაარკვია, რომ უნგრეთის ნაკრებთან უეფა-ს ერთა ლიგის მე-5 კალენდარული მატჩი, „მიხეილ მესხზე" გაიმართებოდა. სხვათა შორის, თამაშზე დასასწრები ბილეთები, ჯერ ისევ გაყიდვაშია. მათი ფასი კი, 20 ლარიდან იწყება. აქვე გეტყვით, რომ ხვალინდელი დღის (10 ნოემბრის) ჩათვლით გაყიდვაშია სლოვაკეთში, კოშიცეში დაგეგმილი მატჩის, უკრაინასა და საქართველოს შორის გასაყიდი ბილეთები, რომელთა შეძენა ეროვნული ნაკრების გასვლით შეხვედრაზე, ე.წ. საქართველოს სექტორში შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი. თუმცა, აქ თბილისური მატჩის ლოკაციასთან დაკავშირებით, იაშვილის განმარტებას გთავაზობთ:


„დინამო არენაზე" თამაში ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, სკამების უმრავლესობა არ ივსება. ვთვლი, რომ მაყურებლის მხარდაჭერა ამ თამაშებზე მნიშვნელოვანია. ჩავთვალეთ, რომ როდესაც სტადიონზე, ყველა სკამი იქნება შევსებული ძალიან დაეხმარება ჩვენს ნაკრებს წარმატების მიღწევაში", - ამბობს იაშვილი.


ბუნებრივია, პირველ სანაკრებო შეკრებამდე სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტს აუცილებლად ჰკითხავდნენ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც ბოლო ინფორმაციით, რაც ჩვენმა გვერდმა მოიპოვა, „კვარა" სარეაბილიტაციო ეტაპის პირველ ფაზას პარიზში, პსჟ-ს სამედიცინო გუნდის მეთვალყურეობით გადის. იაშვილის თქმით, კი, ხვიჩა გუნდისთვის დიდი მოტივაციაა.


ხვიჩას დიდი სურვილი აქვს, რომ ჩამოვიდეს და იყოს ეროვნულ ნაკრებთან, თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, მისცემენ თუ არა მას ამის უფლებას ექიმები. მის ყოფნა და ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრება,  დიდ მოტივაციას მისცემს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს. კაპიტნის არ ყოფნა, ძალიან დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ერთი, როგორც ფეხბურთელის მოედანზე და მერე, როგორც კაპიტნის გასახდელშიო, ამბობს იაშვილი.


შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგის მე-5 კალენდარული შეხვედრა საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებებს შორის 14 ნოემბერს, მიხეილ მესხზე 20:45 საათზე გაიმართება.