ქალთა ლიგის დასრულებამდე ზედა ჯგუფში 5, ქვედაში კი, 3 ტური რჩება
08.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ქალთა ლიგის 2026 წლის გათამაშების მეორე ეტაპის მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა. საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, თუმცა, ყველა თამაში ჩატარდა.


თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ნიკე-ლუსო" თბილისის „კვარტალს" დაუპირისპირდა და 7-0 დაამარცხა. ანგარიში ამ შეხვედრაში სწრაფი გოლით გაიხსნა, მალე სოლანჟ კარვალიაშის (8', 19') ანგარიშზე უკვე დუბლი იყო.  ტაიმი, მასპინძლებმა მოიგეს 2-0. მეორეში კი, ის სათამაშო უპირატესობა, რომელსაც „ნიკე-ლუსო" მთელი თამაში ფლობდა მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდან გოლებში აისახა. შეხვედრის ამ მონაკვეთში გოლები ქეითი გოდენმა (47', 72'), კესო მეტონიძემ (49'), ქრისტინა ბაკარანძემ (60') და ელენე ბოლქვაძემ (87') გაიტანეს. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე კი, 72 ქულით სატურნირო ცხრილშიც პირველი ადგილი შეინარჩუნეს.


სეზონის ბოლომდე, 6 ქულა და 5 ტური აშორებს, „ლანჩხუთს" პირველ ადგილთან. ამ ტურში, ყველაზე ტიტულოვანი ქართული ქალთა კლუბი „ბათუმთან" გასვლით შეხვედრას ატარებდა. მეტეოროლოგიური პირობების გამო, მატჩის თავდაპირველი ლოკაცია, შეიცვალა და თამაში ბათუმიდან მოშორებით, ფოთში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა. თუმცა, ძლიერი სეტყვის გამო, მეორე ტაიმში თამაში ორჯერ შეჩერდა და საბოლოოდ, გურულების გამარჯვებით, 0-4 დასრულდა. ისევე, როგორც თბილისურ შეხვედრაში, აქაც, პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ. გოლები ნათია დანელიამ (10') და ნინო ბუხრიკიძემ (21') გაიტანეს. მეორე ტაიმი კი, სტუმრებმა 47-ე წუთზე ლია სიჭინავას გატანილი გოლით გახსნეს. 52-ე წუთზე კი, დანელიამ დუბლი გაიფორმა, რითაც მიმდინარე ჩემპიონატში 44-ე გოლი ჩაიწერა აქტივში.  ზედა ჯგუფში, მე-3 ადგილზე 33 ქულით „ბათუმია", მე-4 ადგილზე კი, 28 ქულით „კვარტალია".


რამდენიმე ტურით ადრე ნელ-ნელა იკვეთება ის სამი გუნდი, რომელიც  2027 წლის სეზონიდან ქალთა ლიგა 2-ში გადაინაცვლებს. თუმცა, ამ გუნდებიდან ერთმა, სოხუმის „დინამომ" დღეს „ავაზაზე", „რაჭა 2020" 4-1 დაამარცხა. ანგარიში მე-11 წუთზე გოგოლაძემ გაიტანა, თუმცა, ოთხ წუთში, მე-15 წუთზე ნანა ცხვედიანმა გაათანაბრა. პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა. აი, მეორე ტაიმში კი, სოფიო წიქარიშვილმა (56', 90) და ანანო ჯოჯუა (70') კიდევ სამი გოლი გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. სოხუმის გუნდმა 19 ქულა დააგროვა და ქვედა ჯგუფში მე-4 ადგილზეა, თუმცა, ძლიერთა შორის დასარჩენად, დინამოელებს დარჩენილ სამ ტურში აღებული 12 ქულაც არ ეყოფათ, რადგან მე-3 ადგილზე მყოფ „ვერეს" 38 ქულა აქვს.


„ვერემ" კი, დღევანდელ ტურში, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში დიდი ანგარიშით, 0-6 წააგო ქუთაისის „მართვესთან". აღსანიშნავია, რომ მატჩში გოლების ათვლა დაიწყო და დასრულდა მარიამ გოროზიას (18', 86') გატანილი გოლებით. დუბლი შეასრულა ლიზი ცაავამაც (44', 68'). თითო გოლი კი, მანონი საღარაძემ (60') და ანასტასია ხანთაძემ (79') გაიტანეს. ქვედა ჯგუფს „მართვე" 46 ქულით ლიდერობს.


ტურის ბოლო შეხვედრა სფფ-ის რუსთავის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. ქალთა ლიგის დებიუტანტმა „თეთრიწყარომ" მორიგი თამაში მოიგო და ამჯერად, თბილისის „ელიტა" 4-0 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები ანა გრიგალაშვილმა (20', 65'-პ), მარიამ მოდრეკილაძემ (41') და ანა გობრონიძემ (85) გაიტანეს. „თეთრიწყაროს" 44 ქულა აქვს და ქვედა ჯგუფში მეორე ადგილზეა.


ქალთა ლიგის მომდევნო, მე-8 ტური 11 ნოემბერს არის ჩანიშნული.