
ხვალ, თბილისის დროით, 12:30 საათიდან სერბეთში სტარტს აიღეს ევროპის 2026 წლის შერეული გუნდური ჩემპიონატი. შეგახსენებთ, რომ შერეული გუნდური პირველობის მოქმედი გამარჯვებული საქართველოს გუნდია, რომელიც ხვალ მეორე წრიდან დაიწყებს ასპარეზობას და შესაბამისა, ბადეში A ჯგუფში, უნგრეთისა და ბელარუსის გუნდებს შორის გამარჯვებულს დაელოდება. ამ ეტაპზე გამარჯვებული კი, 1/2 ფინალში გავა.
ბელგრადში, „შერატონში" გამართულ წილისყრაზე აღინიშნა, რომ ევროპის შერეულ გუნდურ შეჯიბრზე რეგისტრირებულ 13 მონაწილე ქვეყნის გუნდს (ავსტრია, ბელარუსი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა) შორის, რვა გუნდი და მათ შორის საქართველო განთესილ გუნდებს შორის მოხვდა. საქართველო A ჯგუფში მოხვდა და აქ, მათი მეტოქეებიც ვიცით. წარმატების შემთხვევაში და დარწმუნებულნი ვართ რომ ასე იქნება, საქართველო B ჯგუფში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
აი, აქ კი ასეთი სურათი გვაქვს: პირველ წრეში იტალია მასპინძელ სერბეთს, ხოლო საფრანგეთი რუმინეთს დაუპირისპირდება. შესაბამისად, 1/2 ფინალში ჩვენ ამ ნაკრებებიდან ერთ-ერთს შევხდებით.
ჩვენი სუბიექტური შეფასებით, ცოტა უფრო მარტივად დაკომპლექტდა წინასწარი შეხვედრების ბადის ქვედა ნაწილი. აქ, C ჯგუფში რუსეთის გუნდი, ავსტრიისა და უკრაინას შორის გამარჯვებულს ელოდება. D ჯგუფში „მოლოდინის" რეჟიმში იქნება გერმანია, რომელიც თურქეთისა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება მეორე წრეში. ამ ჯგუფებში გამარჯვებულები კი, მეორე 1/2 წყვილს შექმნიან.
დღესვე გაირკვა, წონითი კატეგორია, რომლითაც ხვალ პირველ წრეში ტატამებზე დაიწყება ასპარეზობა და ეს, -73 კგ წონითი კატეგორიაა.
ფინალური ბლოკი, სადაც იმედ გვაქვს ჩვენი გუნდი მორიგი ტიტულისთვის იბრძოლებს თბილისის დროით 19 საათიდან დაწყება.





ჩვენ







