ქალთა ეროვნული 2 მარტს ლატვიასთან მატჩით დაიწყებს
ქალთა ეროვნული 2 მარტს ლატვიასთან მატჩით დაიწყებს
06.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ახალ ტურნირს 2027 წლის 2 მარტიდან შეუდგება. როგორც ჩვენი გვერდი იუწყებოდა, ირის ანტმანის გუნდი C2 ჯგუფში იასპარეზებს ლატვიის, აზერბაიჯანისა და ლიხტენშტეინის ნაკრებებთან ერთად.


ქალთა ეროვნული ნაკრები საერთო ჯამში სახლი-გასვლის პრინციპით ექვს მატჩს გამართავს, პირველს და ბოლოს ლატვიასთან. დიდი ალბათობით, სწორედ, ეს ორი თამაში გამოავლენს ამ  ჯგუფში გამარჯვებულებს.


ქალთა ეროვნული ნაკრებების თამაშების განრიგი ასე გამოიყურება:


2 მარტი, საქართველო - ლატვია

6 მარტი, საქართველო - აზერბაიჯანი

20 აპრილი, ლიხტენშტეინი - საქართველო

24 აპრილი, აზერბაიჯანი  - საქართველო

11 ივნისი, საქართველო - ლიხტენშტეინი

15 ივნისი, ლატვია - საქართველო


წილისყრის შემდეგ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა ყურადღება ერთ გარემოებაზე გაამახვილა - მარტის დასაწყისში, როდესაც საქართველოში ქალთა ლიგის გათამაშება დასრულებულია, ახალი კი ჯერ არ არის დაწყებული, ფეხბურთელების სათამაშო კონდიცია, ვერ იქნება სათანადო ფორმაში.


ამ ეტაპზე უცნობია, მოახერხებს თუ არა ქართველთა ნაკრები მარტის თამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპის გარდა, ამხანაგური მატჩების გამართვას.