
დღეიდან, 6 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით ჩინეთის ქალაქ შენჟენში ISU-ს გრანპრის სერიის 2026-2027 წლების სეზონის მესამე ეტაპი გაიმართება. საკმაოდ საინტერესო და ქართული გუნდისთვის სასიამოვნო პირველი ფრანგული გაჩერების შემდეგ, ამჯერად, შენჟენის ყინულზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით მონაწილეობს. დღეს, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა ოთხივე სახეობაში მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, დილა სპორტული ცეკვების გამოსვლით და დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის რიტმული ცეკვით დაიწყო.
„ვფიქრობ, საქმე გავაკეთეთ და პირველი დღის გამოსვლით კმაყოფილები ვართ. ჩვენ მოგვწონს ქომაგობა, წარმოუდგენლად კარგი იყო მხარდაჭერა. ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ. ჩვენ ეს სეზონი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დავიწყეთ ამ პროგრამაზე მუშაობა. ერთი კვირა მოვანდომეთ ტანგოს დეტალების დამუშავებას. ნომერი იცვლებოდა ტურნირიდან ტურნირამდე, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვიპოვით სტაბილურობას და ყველა შეჯიბრზე მოვუმატებთ. ეს არის ჩვენი მიზანი", - იტყვის გლები გამოსვლის დასრულების შემდეგ, რომელშიც ქართულმა წყვილმა 79.31 (43.94 /35.37) ქულა დაიმსახურა და თავისუფალი პროგრამის წინ მეორე ადგილზეა. ამასთან ლიდერს, ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავურ, ტიტულოვან და ქარიზმატულ ლაილა ფირისა და ლუის გიბსონის წყვილს, სულ რაღაც 0.69 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, დიანამ და გლებმა, რიტმულ ცეკვებში საუკეთესო პირადი და ამავდროულად სეზონის შედეგი 1 ოქტომბერს, ბათუმში „თრიალეთის თასზე" დაამყარეს (85.23 ), თუმცა, ამჯერად, კონკურენციაც უფრო მაღალი იყო.
მოგეხსენებათ, ISU რიტმული ცეკვისთვის ყოველწლიურად არჩევს თემას. წელს სავალდებულოა ვალსი + ნებისმიერი სხვა რიტმი. დიანამ და გლებმა თავიანთი პროგრამისთვის მუსიკად შეარჩიეს Vivo Tango და Waltz Tango - პროგრამას იწყებენ და ასრულებენ ტანგოს დრამატული, სენსუალური რიტმებით. თუმცა, შუა ნაწილში, სადაც სავალდებულო ელემენტი არის შესასრულებელი - აქ, უნდა შესრულდეს „ოქროს ვალსი" (Golden Waltz) მუსიკა ზუსტად ვალსის 3/4 ზომაში გადადის, რაც წესებით დაშვებულია.
დღის მეორე შეჯიბრი ერთეულ ქალებში ჩატარდა. აქ, საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა და მოკლე პროგრამაში 75.05 (41.45/33.60) ქულა დაიმსახურა. თავისუფალი პროგრამის წინ, გუბანოვა მეორე ადგილზეა და მხოლოდ 1.03 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ იაპონელ მონე ჩიბას. აღსანიშნავია, რომ ანასტასიამ პირადი და სეზონის საუკეთესო შედეგი დაახლოებით ორი კვირის წინ, საფრანგეთში გამართულ გრან პრის სერიის პირველ ტურნირზე დააფიქსირა - 72.63 ქულა, დღეს კი, ეს შედეგი გააუმჯობესა. ნასტიამ, სუფთათ, ხასიათით და ღრმად შეასრულა პროგრამა და ქულებიც შესაბამისი დაიმსახურა. ასე, რომ წინ საინტერესო ფინალი გველის.
„ისეთი ბედნიერი ვარ. მე კიდევ ერთხელ გავაუმჯობესე პირადი შედეგი. პირველად არის, როდესაც მე ამ სტილში ვსრიალებ. ოლიმპიური თამაშების შემდეგ ბევრი ვიფიქრე. მცირე შესვენების შემდეგ, რაც დაახლოებით ორ თვეს გაგრძელდა, უფრო მეტის გაკეთება მომინდა. მე ემოციები ყინულზე დავტოვე. ამ სეზონში, ჩვენ World Team Trophy გველის. მე გუნდს ვჭირდები", - ამბობს ანასტასია „გოლდენ სქეითთან" გაკეთებულ კომენტარში. აქვე გეტყვით, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ, ფიგურულ მოციგურავეებთან ერთად გავიაროთ მთელი სეზონი, ამიტომ ხშირად აღნიშნულ გვერდზე გამოქვეყნებული კომენტარებით ვხელმძღვანელობთ.
დღის მესამე სახეობა სპორტულ წყვილებში იყო. აქ, ტრადიციულად საქართველო ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამა იასპარეზეს, რომლებიც შენჟენში გრან პრის პირველი ეტაპის გამარჯვებულების სტატუსში ჩავიდნენ. შესაძლოა, ამიტომაც მათგან მხოლოდ პირველ ადგილს მოველოდით, თუმცა, მოკლე პროგრამაში, წყვილმა ყველაზე რუტინული და ილეთის შესრულებისას, ლუკამ შეცდომა დაუშვა და წყვილს, სერიოზული ქულებიც ჩამოაკლდა.
„ოდნავ ვიჩქარე და ფეხები სათანადოდ ვერ დავაფიქსირე, რის გამოც რიტმიდან ამოვვარდი. ეს შეცდომა იყო და ხვალ ვეცდები უფრო მეტად ყურადღებით ვიყო. საერთო ჯამში ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს და მომზადებულებიც კარგად ვართ შეჯიბრისთვის. საფრანგეთის გრან პრის შემდეგ, მოსამზადებელი ეტაპი კარგად წავიდა და ამ შეჯიბრისთვისაც კარგად მოვემზადეთ. მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდსა და ფედერაციას მხარდაჭერისთვის. ხვალ, ბრძოლა გრძელდება", - ამბობს ლუკა ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ.
საბოლოოდ, ანასტასიამ და ლუკამ 67.06 (32.87 /34.19) მიიღეს და თავისუფალი პროგრამის წინ, რომელიც ხვალ გაიმართება, 7.63 ქულით ჩამორჩებიან პირველ ადგილზე მყოფ, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე წყვილს. თუმცა, ჩვენ გვახსოვს, რომ კრიტიკულ მომენტში ლუკას და ანასტასიას შეიძლიათ მაქსიმალური მობილიზება და ეტაპის მოგებაც.
განსხვავები ჩვენი გუნდის სხვა წევრებისთვის ნიკა ეგაძისთვის დღევანდელი ასპარეზობა გრან პრის სერიაში პირველი იყო, აუცილებელი ორიდან, რომლის რეიტინგის მიხედვით, გავიგებთ, მოახერხებს თუ არა ნიკა, ჩენი გუნდის დანარჩენი წერების მსგავსად, გრან პრის ფინალში ასპარეზობას, რომელიც შეგახსენებთ, დეკემბერში გაიმართება.
პირველ საასპარეზო დღის შემდეგ კი, ნიკა ეგაძე, მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა. მოკლე პროგრამის შესრულებისას, ნიკამ პირველ ელემენტში დაშვებული შეცდომის გამო საკმაოდ დაბალი (მისთვის დაბალი) მიიღო და 87.67 (48.37 /39.30). კაცებში თავისუფალი პროგრამა 8 ნოემბერს არის ჩანიშნული. ასე, რომ ეგაძეს დღევანდელი ასპარეზობის შესაფასებლადაც აქვს დრო და გამოსასწორებლადაც.
„დღეს დავუშვი შეცდომა, მაგრამ შევეცადე დროზე მოვსულიყავი გონზე და პროგრამა გამეგრძელებინა. რა თქმა უნდა, უკეთ შემეძლოს ასპარეზობა, მაგრამ ყველანაირად ვეცადე. ცოტა რთული იასპარეზო სიცხეში, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო. ამ შეჯიბრისთვის ჩემმა მომზადებამ კარგად ჩაიარა. მე ტექნიკური კუთხით ჩემს პროგრამაში მცირედი ცვლილებები შევიტანე. ვცდილობ ჩემი ხტომები გავხადო თანმიმდევრული. ძლიერ სპორტსმენებთან შეჯიბრი მოტივაციაა და მინდა უკეთესად ვიასპარეზო", - ამბობს ნიკა ეგაძე.
იხილეთ ტურნირის განრიგის ბმული, დრო მოცემულია ადგილობრივი დროით.
7 ნოემბერი
დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) - თავისუფალი პროგრამა;
ანასტასია გუბანოვა (ქალები) - თავისუფალი პროგრამა;
ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები) - თავისუფალი პროგრამა;
8 ნოემბერი
ნიკა ეგაძე (კაცები) - თავისუფალი პროგრამა
ტექსტი რედაქტირებულია 10:21 საათზე





ჩვენ







