
დღეს ქართული კლუბი „იბერია 1999", უეფა-ს კონფერენს ლიგის ფაზაში „კოპენჰაგენის" წინააღმდეგ, ახლოს იყო გათამაშებაში მეორე ფრესთან, თუმცა, მოხდა ისე, რომ მატჩის საკვანძო მომენტები VAR-მა გადაწყვიტა და ორივე დებიუტანტი ქართული გუნდის საწინააღმდეგოდ.
ჯერ იყო და მე-17 წუთზე ვიდეო-რეფერიმ მსაჯს მომენტის გადამოწმება სთხოვა და ორწუთიანი „თათბირის" შემდეგ, თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მუჰამედ ელიუნუსმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაიხსნა, 1-0. შემდეგ კი, იყო 53-ე წუთი, როდესაც ტიბუემ გაიტანა და გაათანაბრა, თუმცა, VAR-მა მეკარეზე ჯარიმა „დაინახა" და კიდევ ერთი „თათბირის" შემდეგ, ახლა, თბილისელებს გოლი გაუუქმა.
მატჩი კი, ქართველი ფეხბურთელების აქტიურობით დაიწყო, მე-3 წუთზე, ნიკოლოზ დადიანის დარტყმული ასცდა კარს, მე-6 წუთზე კი, გიორგი ქობულაძე ახლოს იყო გოლთან. ზოგადად, ქართულმა კლუბმა პირველი ათი წუთი კარგად ითამაშა, თუმცა, მოგვიანებით მასპინძლებმა ბურთის გაკონტროლება მოახერხეს. გოლის მომენტზე, რომლითაც ანგარიში გაიხსნა, კი გიამბეთ. აი, მეორე გოლი კი, ისევ და ისევ, იმ დანიშნული პენალტის გაგრძელებასავით მომეჩვენა. ქართული გუნდი, ჯერ ისევ გაშვებული გოლის ეიფორიაში იყო, რასაც თბილისელთა კარში 22-ე წუთზე ვაჰიდ სელიმოვიჩის ავტოგოლი მოჰყვა. თუმცა, ის გარემოებმა, რომ ქართულმა გუნდმა 30-ე წუთზე მოახერხა ერთი გოლის გაქვითვა და თამაშში დაბრუნება, მიუთითებდა, რომ დღეს, კორღალიძის გუნდი, მარტივად დანებებას არც აპირებდა და მინიმუმ ქულაზე თამაშობდა. ბაქარ ქარდავას კარგი და გამოზომილი გადაცემით, რომლის შემდეგაც ზვიად ნაჭყებიამ ბურთისთვის იბრძოლა, ამირან ძაგანიამ გოლით დააგვირგვინა. რეალურად, ეს ვითარება იყო მეორე ტაიმშიც. ასე, რომ „იბერია 1999"-მა მარცხის მიუხედავად, საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა.
მატჩის დასრულების შემდეგ, დანიური მედია, რომელიც წყვილში ფავორიტად „კოპენჰაგენს" მიიჩნევდა და ვარაუდობდა, რომ მატჩი მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართებოდა, პირველმა წუთებმა ამოაყირავა. უფრო მეტიც, დანიელი კოლეგები არ უარყოფენ იმ ფაქტსაც, რომ თამაშის მიმდინარეობაში გადამწყვეტი სიტყვა, სწორედ VAR-მა თქვა. ჩემმა კოლეგებმა დანიაში აღიარეს, რომ „იბერია 1999"-მა მატჩი ძალიან პოზიტიურად და გაბედულად დაიწყო, რამაც ფავორიტი დააბნია. მეორე ტაიმში კი, სტუმრებმა „პარკენ სტადიონზე" მასპინძლები დიდ წნეხი მოაქციეს. გაუქმებული გოლის მომენტში კი, დანიელებს „გული გაუჩერდათ".
დღეს „იბერია 1999"-მა წააგო 2-1 (მატჩის ჩანაწერი), თუმცა, აქამდე ჩატარებული შეხვედრებიდან, ვგულისხმობთ ევროტურნირებზე ყველაზე გამართული მატჩი აჩვენა. ქართული კლუბი 3 ტურის შემდეგ, 29-ე ადგილზეა. უეფა-ს კონფერენს ლიგაზე მომდევნო შეხვედრას ლევან კორღალიძის გუნდი, თბილისში, 26 ნოემბერს, „ხეტაფეს" უმასპინძლებს.





ჩვენ







