
7 ნოემბერს, ბელგრადში ჯუდოში, საქართველოს შერეული გუნდი ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოგებაც კიდევ ერთხელ შეეცდება. შერეულ გუნდურ შეჯიბრში კონტინენტის 13 ქვეყნის გუნდი მიიღებს მონაწილეობას - ავსტრია, ბელარუსი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა. როგორც ხედავთ, ისევე, როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე, რუსეთისა და ბელარუსის გუნდები, შერეულ გუნდურ ასპარეზობაზე, ევროპის ჩემპიონატზეც დაუშვეს.
6 ნოემბერს გაიმართება წილისყრა, რომელიც ქართული გუნდის სააპარეზო ბადეს განსაზღვრავს.
-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი, თენგო ზირაქიშვილი
-70 კგ ნინო გულბანი
-90 კგ ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი
+90 კგ გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
7 ნოემბერს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკი, კი, სადაც ვიმედოვნებთ, რომ ბოლო შეხვედრა სწორედ ქართული გუნდის მონაწილეობით შედგება, საღამოს 19:00 საათიდან დაიწყება.





ჩვენ







