„აპოლომ“ მეორე შეხვედრა მოიგო და ჯგუფში მე-2 ადგილზეა
„აპოლომ“ მეორე შეხვედრა მოიგო და ჯგუფში მე-2 ადგილზეა
05.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისის „ოლიმპიკში" წყალბურთში „ევრო თასზე"-ის მეორე ჯგუფური შეხვედრა გამართა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „აპოლომ", რომელიც ამ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გადმოერთო და დღეს, ბერძნულ „აპოლონ სმირნის" დაუპირისპირდა. ქართულმა გუნდმა 21-20 (იხილეთ მატჩის სტატისტიკა) მოიგო. 


ანგარიში სტუმრებმა მატჩის დაწყებიდან ერთ წუთში გახსნეს და მელევე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. პერიოდის დასრულებამდე, 04:36 წუთით ადრე, ანდრია ბითაძემ მასპინძელთაგან პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში შეამცირა, თუმცა, სტუმრებმა ორით გვიპასუხეს და სამი ბურთით დაწინაურდნენ. ამ მონაკვეთში ქართული გუნდიდან გოლები ვუკ დრაშკოვიჩმა, ფილიპ გარდაშევიჩმა და მატია სლადოვიჩამ გაიტანეს. მეოთხედი კი, 4-7 წავაგეთ.


მეორე მონაკვეთში პირველი „აპოლომ" გაიტანა და თუ პერიოდის მიმდინარეობით ვიმსჯელებთ, კონკრეტულად ამ მონაკვეთში, სტუმრებს უხდებოდათ მდევრის როლში ყოფნა. აი, „აპოლო" კი, ნელ-ნელა ამცირებდა საბოლოოდ ნიკოლა მოსკოვისა და დმიტრი ალექსეევის დუბლებით, ქართულმა გუნდმა ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი, დაწინაურდა კიდეც, 10-9. მონაკვეთი დასრულებამდე კი, სულ 48 წამი იყო დარჩენილი. ამ მონაკვეთში სტუმრებმა გაგვიტანეს და პირველი ტაიმი ფრედ, 10-10 დასრულდა, თუმცა, მონაკვეთი ქართულმა გუნდმა მოიგო, 6-3.


მესამე მეოთხედის საწყის წუთებში, სტუმრებს ჰქონდათ მცდელობა, კვლავ აეღოთ თამაშის სადავეები ხელში და პირველი ბურთიც გაგვიტანეს. თუმცა, ანდრია ბითაძის, დუშან ვასიჩის, ნიკოლა მოსკოვისა და დმიტრი ალექსეევის გოლებით, ქართულმა გუნდმა სამბურთიანი სხვაობით მოახერხა დაწინაურება, რამაც საბოლოოდ მეოთხედის მოგების საშუალება მისცა 7-5 და ბოლო პერიოდის წინ, „აპოლო" ორი ბურთით 17-15 იყო წინ.


ბუნებრივია, ბოლო მონაკვეთი კიდევ უფრო დაძაბული, რომ იქნებოდა, ამას ყველა ხვდებოდა. დაძაბული იმ დონეზე, რომ თამაშში, მსაჯებმა 00:01 წამიც კი დაამატეს, რომ სტუმთა გუნდისთვის ბოლო შეტევის საშუალება მიეცა, თუმცა, ამ დროს ანგარიში უკვე 21-20 იყო ქართული გუნდის სასარგებლოდ. გადამწყვეტი გოლი კი, „აპოლომ" 00:07 წუთზე ალექსეევმა გაიტანა. ეს მეოთხედი წავაგეთ, 4-5. თუმცა, თამაში მოვიგეთ.


დღეს, ქართული გუნდიდან გატანილი გოლების ავტორები არიან: დმიტრი ალექსეევი (5), ვუკ დრაშკოვიჩ (3), ნიკოლა მოსკოვი (3), ანდრია ბითაძე (2), ფილიპ გარდაშევიჩი (2), ნემანია ვიკო (2), საბა ტყეშელაშვილი (1), სრდან ვუკსანოვიჩი (1), დუშან ვასიჩი (1), მატია სლადოვიჩი (1).


„ევრო თასზე" გამართული ორი მატჩს შემდეგ, „აპოლო" 3 ქულით ჯგუფში მე-2 ადგილზეა. ჯგუფს კი, 5 ქულით „ბარსელონა" ლიდერობს.


მომდევნო შეხვედრას, „აპოლო" 12 ნოემბერს კვლავ თბილისში, ამჯერად, ესპანური „ტერასას" წინააღმდეგ გამართავს.



ფოტო: „აპოლო"