
დღეს თელავში, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მეინ რაუნდის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა ლიბანის ფუტსალის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში, ჩვენს ნაკრებზე ბევრად უკან არის, თუმცა, აზიის ჩემპიონატების ხშირი მონაწილეა - AFC Futsal Asian Cup-ზე 11-ჯერ იასპარეზა და აქედან, შვიდჯერ, 1/4 ფინალში იასპარეზა. მიუხედავად იმისა, რომ ფიფა-ს რეიტინგში ამჟამად 71-ე ადგილზე არიან, საქართველო კი, 21-ე ადგილზე, მათთან დაპირისპირება საინტერესო უნდა ყოფილი. ასეც გამოვიდა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა, რომელმაც თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ალი ასლანი, ვახტანგ კეკელია, ნიკოლოზ კურტანიძე, ვახტანგ ჯვარაშვილი, ლევან სვანიძე, ანგარიშის გახსნა, 03'53"წუთზე მოახერხა ვახტანგ კეკელიას გოლით. საქართველოს ნაკრებს ამის შემდეგ, ბევრი არა, თუმცა, ანგარიშის გაზრდის საშუალება ჰქონდა. ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობები ჰქონდა ლიბანის ნაკრებსაც, თუმცა, ტრადიციულად საქართველოს ნაკრების კარში საიმედოდ იდგა ალი ასლანი.
დღევანდელ შეხვედრაში, ავთანდილ ასათიანმა, რომელსაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, ახლი ფეხბურთელების გამოცდაც მოახერხა. მატჩის შემდეგ კი, ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა TSFF.ge-სთან კომენტარი გააკეთა.
„ძალიან ნაყოფიერი ამხანაგური შეხვედრა გამოვიდა. ეგრეც ვვარაუდობდით, რადგან ვიცოდით, რა დონის გუნდთანაც გვქონდა საქმე. მეტოქე, მიზანმიმართულად შევარჩიეთ. იმის ფონზე, რომ ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა, კარგი სპარინგი გამოვიდა. მძიმე თამაში იყო და ახალბედებსაც ეტყობათ, რომ ცოტა მეტი დროს სჭირდებათ გამოცდილების შესაძენად და მეც ვცდილობ, რომ შევაჩვიო. კარგია, რომ ზეგ გვაქვს მეორე თამაში და მისთვის მოვემზადებით", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
საქართველოსა და ლიბანის ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი ზეგ, 7 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას თელავის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
ხშირად, სპორტულ ფედერაციებს საყვედურობენ, რომ რეგიონებში „კარგი" სპორტული შეჯიბრების სიმცირეა. თუმცა, ხელბურთში, საკმაოდ რეიტინგული ტურნირების შემდეგ, თელავის სპორტის სასახლემ ფუტსალის ეროვნული ნაკრების თამაშს უმასპინძლა. თანაც, საღამოს 19:00 საათზე, თუმცა დარბაზი, სამწუხაროდ, ცარიელი იყო. ეს ისე, ლირიკული გადახვევა.
ფოტო: სფფ





ჩვენ







