„დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდი ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზეა
„დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდი ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზეა
04.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისის" 19-წლამდეთა გუნდი, უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია. 25 ნოემბერს და 12 დეკემბერს იტალიურ „ფიორენტინას" დაუპირისპირდება, ჯერ სახლში და შემდეგ გასვლაზე. მისი გადალახვის შემთხვევაში კი, ქართული კლუბი, 2027 წლიდან, მთავარი ტროფეისთვის ბრძოლას შეუდგება. შეგახსენებთ, რომ ქართული კლუბი, ერთი წლით ადრე, გათამაშებას სწორედ, მესამე ეტაპის შემდეგ გამოეთიშა, როდესაც პენალტების სერიაში დამარცხდა მინსკის „დინამოსთან", რომელიც 2026-2027 წლების სეზონში, თბილისელებმა პირველ რაუნდში გამოთიშეს ასევე, 11-მეტრიანების შემდეგ.


სიმართლე გითხრათ, გათამაშების მეორე ეტაპზე, „კოპენჰაგენთან" სახლში მოგებული თამაშის შემდეგ, ანგარიშის (3-0) მიუხედავად, ალბათ, არ ვიყავი გამონაკლისი, რომელსაც საპასუხო თამაშის მეშინოდა. ამასთან, სხვათაგან განსხვავებით, ამის საბაბიც მქონდა - ერთი, საპასუხო მატჩი გასვლაზე უნდა გვეთამაშა და მეორე, ქართულ ხასიათ-განწყობა, რაც აუცილებლად გადაგყვებოდა დღევანდელ შემთხვევაში თავის დადებით-უარყოფითით, თამაშზე კვალს დატოვებდა. ამისთვის კი, დღევანდელ შეხვედრაში დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდა - მასპინძლებმა, Valby Idrætspark-ზე ანგარიში სწრაფი გოლით გახსნეს, მე-3 წუთზე, ქართველთა მეკარე მათე ჭელიძე ბურთს შეეხო, თუმცა ხელი ვერ გაამაგრა და ანგარიში გაიხსნა, 1-0. აქ, აღსანიშნავია, რომ ამ მომენტამდე, მე-2 წუთზე გოლის გატანა ნიკოლოზ ადუაშვილს შეეძლო. ამის შემდეგ, დაახლოებით ათი წუთი, ქართულ გუნდს, „ცივი შხაპიდან" შეშრობა დასჭირდა თუმცა, მეტოქის კარის დალაშქვრის საშუალება თორნიკე კვარაცხელიასა და რატო ალექსიძესაც ჰქონდათ კარში დარტყმის მცდელობები.


ზოგადად, „კოპენჰაგენი" მთელი თამაში საკმაოდ „ამოწეული" თამაშობდა, ქართველთა დაცვას კი, ბევრი შეცდომა ჰქონდა - მეტოქე ძალიან ადვილად შედიოდა ჩვენს საჯარიმოში, თუმცა, მაინც ახერხებდა თავის დაცვას. მომენტებს ქმნიდნენ ჩვენებიც და ტაიმის შუაში, ჩვენც გვქონდა შანსები, მაგალითად, იგივე კვარაცხელიას და მოგვიანებით სანდრო მიქაუტაძეს. თუმცა, რაღაც გვაკლდებოდა. სამაგიეროდ არ დააკლდა ოდეფალკს, რომელმაც 38-ე წუთზე მეორე გოლი გაგვიტანა. მასპინძლები კი, აკონტროლებდნენ ბურთს და უმეტესად ჩვენს საჯარიმოზე, თუმცა, რეალურად, მეორე მომენტიც რაც ყველაზე რეალური იყო, გოლად გარდასახეს. თბილისელთა, ამ „პრობლემას", 44-ე წუთზე გაძევებული ანდრია ნიჟარაძე დაემატა.


მეორე ტაიმში, შეიცვალა ის, რომ 10 კაცით დარჩენილმა ვასილ გეგუჩაძის გუნდმა გამართული დაცვა ითამაშა. კი გავუშვით კიდევ ერთი გოლი, 71-ე წუთზე, მაგრამ დინამოელებსაც ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგალითად, 73-ე წუთზე როდესაც ჯერ მეტოქის მეკარის, შემდეგ მცველების „საჩუქრით" ვერ ვისარგებლეთ. არადა, 10 კაცით, თბილისელებმა საკმაოდ გამართულად ითამაშეს. ბუნებრივია, მასპინძლებსაც ჰქონდათ მომენტები, 63-ე წუთზე მაგალითად, ხარიხამ გვიხსნა. აი, მსაჯის მიერ კომპენსირებული 5 წუთიდან მესამე წუთზე, მათე ჭელიძემ დინამოელები თამაშში დატოვა. შეხვედრა „კოპენჰაგენმა" 3-0 (იხილეთ მატჩის სტატისტიკა) მოიგო, თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში თამაში ფრედ, 3-3 დასრულდა. ფორმატის გათვალისწინებით კი, გამარჯვებული პენალტების სერიას უნდა გამოევლინა.


დაიწყეს მასპინძლებმა - ცენტრში დარტყმული, რომელსაც ქართველი მეკარე უბრალოდ ვერ შესწვდა. განსხვავებით, პირველი სერიიდან, ამ ეტაპზე ჭელიძეს ბურთი არ მოუგერიებია, თუმცა, მისმა გუნდელებმა ხუთივე ზუსტად დაარტყეს - ლუკა შარიქაძემ (1-1), კობა კაკაშვილი (2-2), გიორგი ქურდოვანიძე (3-3), ნიკოლოზ კობზონაძე (4-4), გაბრიელ გოგუა (4-5). თუმცა გაბრიელის დარტყმამდე, მასპინძლებმა ააცილეს. ალბათ, სწორედ ამიტომ, გოგუამ, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა, ასაკიდან გამომდინარე, უდიდესი მოთმინება და ცივი გონება გამოიყენა და აუღელვებლად (ყოველ შემთხვევაში ეკრანიდან ასე ჩანდა) გაიტანა გადამწყვეტი გოლი.


მომდევნო მეტოქე უფრო იტალიური „ფიორენტინა" კიდევ უფრო კერკეტი კაკალია. ასე, რომ ვასილ მაისურაძის გუნდს, რომელიც უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის პარალელურად ქვეყნის (ოქროს ლიგის) ჩემპიონობისთვისაც იბრძვის, მონდომების გარდა, ძალების სწორი გადანაწილება მოუწევს. ამასთან, ამ გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი, 19-წლამდე საქართველოს ნაკრებშიც არის გამოძახებული ნოემბრის სანაკრებო თამაშებზე. ასე, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.


ფოტო: ლაშა კუპრაშვილი