
ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მოთამაშე ქართველმა ხელბურთელებმა სანაკრებო შეხვედრებამდე მორიგი ტურის შეხვედრები ჩაატარეს. მათ შორის ყურადღება რამდენიმე გამორჩეულ მატჩზე შევაჩერეთ.
საფრანგეთი
სტარლიგის მეცხრე ტური წარმატებული გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. ნიკოლოზ კალანდაძის „ექს-ან-პროვანსმა" გასვლით შეხვედრაში „დიუნკერკს" დიდი ანგარიშით, 36-24 მოუგო. 4 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა კალანდაძემ.
ასევე გასვლითი მატჩი ჰქონდა ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლეს". ქართველი ლეგიონერის კლუბმა 35-30 გაიმარჯვა. არსენაშვილის ანგარიშზე 1 ბურთია.
ხორვატია
გიორგი ცხოვრებაძე და „ზაგრები" პრემიერლიგის მერვე ტურში „ბელოვარს" დაუპირისპირდა და 37-24 გაიმარჯვა. ხორვატთა ქართველი ლეგიონერი 7 გოლით და 3 შედეგიანი გადაცემით ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო. „ზაგრები" რვიდან რვა გამარჯვებით ხორვატიის ჩემპიონატის ლიდერია.
რუმინეთი
ირაკლი კბილაშვილის და თეიმურაზ ორჯონიკიძის „პოტაისა ტურდამ" ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „სტიაუას" უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში ერთი ბურთის უპირატესობით, 32-31 მოუგო. ითამაშეს ტურდელთა ქართველმა ლეგიონერებმა. ერთ-ერთი საუკეთესო იყო კბილაშვილი, რომელმაც 6 ბურთი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ორჯონიკიძის ანგარიშზე ერთი შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრაა.





ჩვენ







