უეფა-ს ევროტურნირების პირველმა დღე, უფრო ზუსტად, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის პირველი სათამაშო ქართველებისთვის იყო და არ იყო. მოკლედ, დავიწყებ იმით, რომ „შახტარისა" და „სპორტინგის" დაპირისპირებაში, რომელიც ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე" ჩატარდა, პორტუგალიური კლუბის გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი, 59-ე წუთზე დუმბიამ გაიტანა. არდა თურანს ირაკლი აზაროვი შემადგენლობაში ჰყავდა, თუმცა, ქართველს არ უთამაშია.
ამავე დღეს, ვილიარეალში „ესტადიო დე ლა კერამიკაზე", ალბათ, ლიგის წილისყრის შემდეგ, ყველა ქართველების „დერბის" მოლოდინში ვიყავით, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს" ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთვის უნდა ემასპინძლა. თუმცა, ხვიჩას ამბები კი ვიცით ყველა და კიდევ ერთხელ, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. აი, ჟორჟის სათადარიგო სკამზე განწესება კი, ცოტა მოულოდნელი იყო. თუმცა, ამ ჯერზე ასე გადაწყდა და არც გული დაგვწყვეტია ალბათ, ასე რომ იყო, რადგან უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, „კვარას" გუნდელები, მასპინძლებს 0-4-ს ანადგურებდნენ ნევეშის (9'), დუეს (12'), მაილუს (13'), რუისი (17') გოლებით. როდესაც ჟორჟი, მოედანზე შევიდა, „კვარას" გარეშე სტუმრები უკვე 0-5-ს იგებდნენ, რუისმა (50') დუბლი გაიფორმა. ბოლო გოლი კი, პსჟ-მ 78-ე წუთზე გაიტანა. პარიზელთა მე-6 გოლი, 17 წლის დავიდ ბოლისთვის სადებიუტო გამოდგა ჩემპიონთა ლიგაზე, ამასთან, მოედანზე შემოსვლიდან 4 წუთში. აი, ჟორჟმა კარის მიმართულებით სამჯერ დაარტყა, თუმცა, უშედეგოდ. აი, პსჟ-მ კი, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეოთხე შეხვედრა მოიგო, 12 ქულით პირველ ადგილზეა. აი, „ყვითელი წყალქვეშა ნავი" კი, 29-ე ადგილზეა და ჯერ-ჯერობით ახერხებს ტივტივს.
ქართული ლეგიონისთვის ევროტურნირები ხვალ გაგრძელდება. თუმცა, ისევე, როგორც ძირითად ფაზაში, კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდის, „იბერია 1999"-ის თავგადასავალი. ამას გარდა, 5 ნოემბერს, უეფა-ს ევროპა ლიგის ორ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. ასე, რომ თემით ხვალ და ზეგ კვლავ დავბრუნდებით.





ჩვენ







