მხოლოდ ორი მედალი „თავისუფლებს“
31.10.2026
ავტორი: TSFF.Ge

ბერძნულ-რომაული სტილი მოჭიდავეების მსგავსად, ასტანაში გამართული მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი არ გამოდგა წარმატებული ქართველი თავისუფალი მოჭიდავეებისთვისაც. ქართული გუნდის ანგარიშზე, რომელიც 10 ფალავნით წარსდგა ყაზახეთის ხალიჩაზე, მედალი და ისიც მხოლოდ ბრინჯაო, მხოლოდ ორმა მოიგო.


ტურნირზე პირველი მედალი, ქართველ მოჭიდავეებს, 31 ოქტომბერს ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) მოუტანა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ქართველა ბერძენი მეტოქე, გეორგიოს კუიუმციდისი  0-6 დაამარცხა.


 92 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მირიან მაისურაძემ ბრინჯაოს ფინალში შვეიცარიელი მეტოქე სამულე შერერი დამაჯერებლად, 3-6 დაამარცხა.


აღსანიშნავია, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ბანაკში თაობათა ცვლა მიმდინარეობს.  10 ფალავნიდან, ოთხისთვის - გიორგი გონიაშვიის (61 კგ), ნიკა ზაკაშვილი (65 კგ), ლუკა ჩხიტუნიძე (79 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) სადებიუტო ჩემპიონატი ჰქონდათ.


მთლიანობაში ქართული გუნდი ასე გამოიყურება:

57 კგ     რობერტი დინგაშვილი

61 კგ     გიორგი გონიაშვილი

65 კგ     ნიკა ზაკაშვილი

70 კგ     აკაკი ქემერტელიძე

74 კგ     გიორგი ელბაკიძე

79 კგ     ლუკა ჩხიტუნიძე

86 კგ     ვლადიმერ გამყრელიძე

92 კგ     მირიან მაისურაძე

97 კგ     გივი მაჭარაშვილი

125 კგ   ალექსანდრე აბრამიშვილი