ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის კვლავ ერთპიროვნული ლიდერია
ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის კვლავ ერთპიროვნული ლიდერია
02.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანაკრებო შესვენებამდე ერთი და ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 59 ქულით ბათუმის „დინამო" უდგას სათავეში.


ბათუმელებმა 31-ე ტურში, საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით 1-0 გათამაშების აუტსაიდერის, „მეშახტის" დამარცხება მოახერხეს. ამ შეხვედრაში, ეს ერთადერთი გოლი, მე-18 წუთზე გავიდა. ლევან შენგელიამ, მერე მატჩში ზედიზედ გაიტანა. რაც შეეხება აჭარულ გუნდს, რომელსაც წლის დასაწყისში საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა, სატრანსფერო ბანის მოხსნის შემდეგ, ახალი ენერგიით გააგრძელა ასპარეზობა. ბათუმელებმა, ბოლო 12 მატჩიდან 10 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.  


31-ე ტურის შემდეგ, ცხრილი პირველ სამეულთან გაეზარდა ჩამორჩენა „რუსთავს", რომელსაც ახლა, 53 ქულა აქვს  მეოთხე ადგილზეა. არადა „რუსთავს", რომელიც მიმდინარე ჩემპიონატის სიურპრიზი გუნდი აღმოჩნდა, კარგი შანსი ჰქონდა, კვლავ სამეულში შეენარჩუნებინა ადგილი. „გაგრასთან" ამჯერად, ჩემპიონატის დაპირისპირებაში და კვლავ „პეტრო არენაზე", ანგარიში მე-10 წუთზე, ვაჟა ფაცაციამ გახსნა, თუმცა, ამის შემდეგ, „გაგრამ" მოახერხა თამაშის სადავეების ხელში აღება და ტამის ბოლოსკენ, 36-ე წუთზე ვიკტორ ბლიზნიჩენკოს გოლით ანგარიშის გათანაბრება. 71-ე წუთზე კი, ალექსანდრე ფეიქრიშვილმა, მეტოქის საჯარიმოსთან მიიღო ბურთი, ერთი მეტოქე მოატყუა, მოედნის ცენტრისკენ შეიწია და უძლიერესი დარტყმით  გაგრელები დააწინაურა, 2-1. შავი ზღვისპირული გუნდი, ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა, მატჩისთვის კომპენსირებულ დროში, გაგრელების შეცდომით კარგად ისარგებლეს რუსთაველებმა და პრინს ოსეის გოლით ქულა გადაარჩინეს. თუმცა, მეტი ვეღარ შეძლეს. შეხვედრა 2-2 დასრულდა.


აი, ტური კი, დღეს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დასრულდა. „ტორპედომ", გორის „დილას" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. ანგარიშის გახსნა ამ შეხვედრაში მე-14 წუთზე სტუმრებს შეეძლოთ, გიორგი ჯალაღონიას დარტყმულმა ხარიხა შეაზანზარა. თუმცა, რამდენიმე წუთში გოლი მათ კარში გავიდა.  მატეო სტამატოვის გადაცემის შემდეგ, აკაკი შულაიამ მე-17 წუთზე ბურთი, თავით გადაგზავნა კარში. 36-ე წუთზე შოთა შეყილაძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით, 1-1 გავიდნენ.  თუმცა, ქუთაისელებმა მოახერხეს ნავსის გატეხვა და 68-ე წუთზე ფელიპე პირესის გოლის წყალობით, როგორც იქნა თამაში მოიგეს. ამ მოგებით, „ტორპედომ" 40 ქულა დააგროვა და „დილას" ადგილი გაუცვალა.


მომდევნო, სანაკრებო შესვენებამდე ბოლო ტური 7, 8 და 9 ნოემბერს ჩატარდება.