
დღეს ქართული ლეგიონისთვის დატვირთული დღე იყო. ტრადიციულად ინგლისის პრემიერ ლიგით დავიწყებთ, სადაც გიორგი მამარდაშვილის გარეშე, მისმა „ლივერპულმა" მინიმალური ანგარიშით 1-0 გასვლითი საშინაო შეხვედრა წააგო „არსენალთან" და 9 ტურის შემდეგ, 15 ქულით, მე-5 ადგილზეა.
ესპანური ლა ლიგის მე-11 ტურში გიორგი გულიაშვილი „რასინგმა" სანტადერში, მადრიდის „რეალს" უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა. გოლები პირველ ტაიმში მბაპემ (11'), ბელინგემმა (21') და დიომანდემ (36') გაიტანეს და რეალურად თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ქართველი მოედანზე მხოლოდ 82-ე წუთზე გამოჩნდა. „რასინგი" 11 ქულით, მე-16 ადგილზეა.
დღესვე, ველოდით „ქართულ დერბის", რომელიც არ შედგა. საბა საზონოვის „ხეტაფემ" გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიას" დაუპირისპირდა. საბასგან განსხვავებით, „ქოჩრას" დღეს, მართალია მცირე, მაგრამ სათამაშო დრო მიეცა. თამაში კი, მასპინძლებმა 3-1 მოიგეს და 11 ტურის შემდეგ, 12 ქულით მე-12 ადგილზე ამოვიდა. რაც შეეხება „სევილიას", მას 17 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ" საშინაო კედლებში „ტორინოს" უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის მე-80 წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა გოლები მეორე ტაიმში გაიტანეს, ანგარიში კი, ქართველის საგოლე გადაცემით გაიხსნა. ეს ქართველის ზედიზედ მესამე საგოლე გადაცემა იყო, ბოლო ორ თამაშში. მისი გუნდს კი, 20 ქულა აქვს და შესაძლოა ბევრისთვის მოულოდნელად 10 ტურის შემდეგ, მე-6 ადგილზეა „მილანის" შემდეგ და „იუვენტუსისა" და „ნაპოლის" წინ.
გერმანიის ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნმა" გასვლით შეხვედრა ფრედ, 1-1 ითამაშა „უნიონ ბერლინმა". ქართველი გუნდის განაცხადში იყო, თუმცა, სათამაშოდ არ შესულა. „კიოლნი" 8 ტურის შემდეგ, 9 ქულით მე-13 ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტაინ კილი" გასვლაზე, „გროიტერ ფიურტისთან" მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა. „ქვილითამ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 79-ე წუთზე შეცვალეს. ცვლილებამდე ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო. გოლი კი, მისმა გუნდმა 87-ე წუთზე გაუშვა. ამ თამაშის შემდეგ, „ჰოლშტაინ კილი" კვლავ გასავარდნ ზონაში რჩება.
ნიდერლანდების ერედივიზიონში ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორი" დიდი ანგარიშით 0-9 განადგურდა „ტვენტესთან". ყველაფერი კი, მასპინძელი გუნდის ფეხბურთელის უხეში თამაშიდან და პირდაპირ წითელი ბარათიდან დაიწყო, რომელიც გროენიმ მე-5 წუთზე მიიღო. ამ შემდეგ, კი, მასპინძელი გუნდი ისე აირია, რომ პირველივე ტაიმში ხუთი გოლი გაიტანა, მეექვსე VAR-მა გააუქმა. პირველ 33 წუთში ჰეთ-თრიქი ჰქონდა შესრულებული ვაუტ ვეგჰორსტმა, რომელის საბოლოოთ პოკერით შემოიფარგლა. ხუთი საგოლე გადაცემა ჰქონდა სტუმარი გუნდის ნორვეგიელ სონდრე ორჟასერერს. ზოგადად, მასპინძელ გუნდს, მთელი თამაშის მანძილზე კარში არ დაურტყამს - ეს ალბათ, მხოლოდ კაცნაკლულად დარჩენის გამო არ მომხდარა და ირაკლის გუნდს, სერიოზული რეაბილიტაცია დასჭირდება მომავალ ტურამდე.
ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეშვილის გრაცის „შტურმმა" გასვლით შეხვედრაში ფრედ, 1-1 ითამაშა ოთო მამაგეიშვილის „ვოლფსბერგერთან". ტრავმის შემდეგ, მასპინძელთა შემადგენლობაში დაბრუნდა ოთო მამაგეიშვილის, რომელმაც სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა. აი, მოწინააღმდეგე გუნდში, მისი ტყუპისცალი ძმა, ისევე, როგორც „კიტე" ამ ეტპაზე კვლავ ტრავმებს იშუშებენ. ორივე ფეხბურთელს, დიდი ალბათობით, ნოემბრის სანაკრებო ფანჯარა გაუცდებათ. „ექსელსიორი" 11 ტურის შემდეგ, 11 ქულით მე-15 ადგილზეა.
18 წლის საბა ხარებაშვილი, თამაშიდან თამაშამდე, უფრო თავდაჯერებული ხდება თურქეთის სუპერლ ლიგაში. იმას გარდა, რომ „სამსუნსფორთან" საშინაო შეხვედრა, ქართველისთვის მეორე იყო, რომელშიც შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასება დაიმსახურა, ამჯერად, პირველი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. 25-ე წუთზე, საბას გადაცემით, ოლსემა გაიტანა და „ბაშაქშეჰირი" ამ შეხვედრაში მეორედ დაწინაურდა, 2-1 და რაც მთავარია ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. საბოლოოდ. „ბაშაქშეჰირმა" 5-2 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში 10 ტურის შემდეგ, 14 ქულით, მე-10 ადგილზეა.
აშშ MLS-ის დასავლეთ კონფენეციაში საბა ლობჟანიძის „რეალ სოლტ ლეიკმა" მორიგი გასვლითი შეხვედრა გამართა, ამჯერად „სან ხოსე ერსქვეიქსითან" და 2-1 დამარცხდა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. ამ ტურის შემდეგ, მისი გინდი 42 ქულით მე-10 ადგილზეა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში, გასვლაზე ითამაშა ანრი მექვაბიშვილი „ჩიკაგო ფაიერიმაც", რომელმაც 2-4 დაამარცხა „კოლორადო რაპიდსი". ქართველი სათამაშოდ მეორე ტაიმში შევიდა, როდესაც ანგარიში 2-2 იყო. „მექვაბას" გუნდს 55 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.
სლოვაკეთის „ნაიკის ლიგაში" გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედამ" გასვლით შეხვედრაში „ბანსკა ბისტრიცა" 0-2 დაამარცხა. ქართველმა სრული შეხვედრა ჩაატარა, მისი გუნდი კი, 13 ტურის შემდეგ, 35 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
ლატვიის ვირსლიგაში, ლაშა ოდიშარიას რფს-მ საშინაო შეხვედრა 3-0 მოიგო „გრობინასთან" და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, რეალურად ლატვიის ჩემპიონობა გაინაღდა 89 ქულით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში ქართველის გუნდი მეორე ადგილზე მყოფ „რიგას" უპირისპირდება, გუნდებს შორის სხვაობა, 5 ქულა, შესაძლოა მაქსიმუმ შემცირდეს, თუმცა, ოდიშარიას გუნდის ჩემპიონობას, უკვე აღარაფერი შეცვლის.
აქვე შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირაში, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე, უეფა-ს ერთა ლიგის დარჩენილი ორი საკვალიფიკაციო თამაშისთვის დაასახელებს შემადგენლობას, სადაც სავარაუდოდ, ამ მიმოხილვაში დასახელებული ფეხბურთელიდან ბევრი მოხვდება.





ჩვენ







