საქართველოს ჯუდოს ფედერაციის არჩევნებზე ერთი კანდიდატი, ალექს ღვინიაშვილი იქნება
საქართველოს ჯუდოს ფედერაციის არჩევნებზე ერთი კანდიდატი, ალექს ღვინიაშვილი იქნება
01.11.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე საქართველოს 23-წლამდე ჯუდოს ნაკრები ნეაპოლში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ცდილობს მესამედ მოიგოს ევროპის ჩემპიონის ტიტული, ცნობილი ხდება, რომ საქართველოში დაანონსებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების გაკეთება შეეძლოთ 1 ნოემბრამდე.


საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებით, „საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატთა განაცხადების მიღება დასრულებულია.


არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა - ალექსი ღვინიაშვილმა.


ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება პირველ დეკემბერს ძიუდოს აკადემიაში", - ნათქვამია ფედერაციის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ცნობაში.


აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურსა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი სარდალაშვილის სახელს.


უფრო დაწვრილებით 37 წლის პეზიდენტობის კანდიდატს სხვა სტატიებში დავუბრუნდებით. მანამდე კი, გეტყვით, რომ საქართველოს 23-წლამდე შერეული გუნდი, ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, მას შემდეგ რაც ჯერ გერმანიის (4-3), ხოლო შემდეგ, მასპინძელი იტალიის (4-2) ნაკრებები გამოთიშეს ასპარეზობას და ახლა უკრაინასა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულთან, კიდევ ერთხელ შეეცდებიან ჩემპიონობა იზეიმონ.