ზედიზედ მესამე „ევროსთვის“ საქართველოს ნაკრები 5 ნოემბრიდან დაიწყებს ბრძოლას
ზედიზედ მესამე „ევროსთვის“ საქართველოს ნაკრები 5 ნოემბრიდან დაიწყებს ბრძოლას
31.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

5 და 8 ნოემბერს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. თავდაპირველად, რუბენ გარაბაიას გაწვრთნილი გუნდი, გასვლაზე ბერგენში, ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება, შემდეგ კი, თბილისის არენაზე, ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება.


საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ინფორმაციით საქართველოს ნაკრები ზეგიდან, 2 ნოემბრიდან ნორვეგიაში შეიკრიბება და ნახსენები თამაშებისთვისაც იქ დაიწყებს მზადბას.


ნოემბრის თამაშებისთვის გარაბაიამ 17 ხელბურთელი, მათ შორის 11 ლეგიონერი გამოიძახა: მეკარეები: დავით ნიქაბაძე („ვიქტორ სტავროპოლი"), გიგი რუხაძე („აიდოვშინა"), ზურაბ ცინცაძე („ლეგიონოვო"); მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი („ტრამბლე"), გიორგი არეშიძე („სპორტუნი-პეგასი"), ზურაბ გოგავა („ლემგო"), ირაკლი გოგოლაძე („ბსბ ბათუმი"), დავით გრიშკაშვილი („ნიმი"), ნიკოლოზ კალანდაძე („ექს ან პროვანსი"), გიორგი კაპანაძე („სპორტუნი-პეგასი"), ირაკლი კბილაშვილი („პოტაისა ტურდა"), გიორგი ხელისუფალი („სამტრედია"), გიორგი ლაპიაშვილი („სპორტუნი-პეგასი"), ნიკოლოზ მამულაშვილი („კონტასარა სარაგოსა"), თეიმურაზ ორჯონიკიძე („პოტაისა ტურდა"), ხაზეინ რუსტამოვი („კონსტანტა"), გიორგი ცხოვრებაძე („ზაგრები"), გუგა უთმელიძე („ბსბ ბათუმი").


თვის მზადებას იწყებს. გუნდი 2 ნოემბერს ნორვეგიაში შეიკრიბება, სადაც პირველი საკვალიფიკაციო მატჩისთვის მოემზადება.


„ევრო-2028"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის და საქართველოს ახალი მთავარი მწვრთნელის სადებიუტო თამაში 5 ნოემბერი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. 8 ნოემბერს კი, თბილისური შეხვედრა 18:00 საათზე არის დაგეგმილი.


მომდევნო ეტაპის საგზურისთვის კონტინენტის 32 ნაკრები დაიწყებს ბრძოლას, თუმცა, ფინალური ეტაპის საგზურს, 24 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს. აქვე გეტყვით, რომ ფინალური ეტაპის მონაწილე ოთხი გუნდი უკვე ცნობილია - ევროპის მოქმედი ჩემპიონი დანია და ტურნირის თანამასპინძლები - ესპანეთი, პორტუგალია და შვეიცარია. ასე, რომ გასარკვევია 20 გუნდის ვინაობა.


საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ფინალური ეტაპის საგზურებს ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებენ.


და ბოლოს გეტყვით, რომ აღნიშნულ შესარჩევში ავსტრიისა და ნორვეგიის ნაკრებებთან ერთად, ქართული გუნდის მეტოქე თურქეთის ნაკრებიც არის.