
ორი ბრინჯაო და ერთი ოქროს მედალი არის ქართველი ჯუდოკების მონაგარი IJF-ის მსოფლიო ტურის მორიგ „გაჩერებაზე", აბუ დაბიში. აბუ დაბის გრან სლემზე საქართველო 9 ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი. შეჯიბრი კი, 29-31 ოქტომბერს ჩატარდა. სასიამოვნოა, რომ გრან სლემის ეს „გაჩერება" ქართული ჰიმნით დაიხურა და ის, ირაკლი დემეტრაშვილის საპატივცემულოდ აჟღერდა. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.
ქართული გუნდი, აღნიშნულ ტურნირზე 9 ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი:
-73 კგ გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე
-81 კგ კოტე კაპანაძე, დიმიტრი გოჩილაიძე
-90 კგ ვლადიმერ ახალკაცი
-100 კგ ონისე სანებლიძე, ნიკა ხარაზიშვილი
+100 კგ ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი
შესაძლოა, შემადგენლობიდან გამომდინარე, უფრო მეტ მედალს ველოდით, თუმცა, საბოლოოდ სამ მედალს დავჯერდით.
-73 კგ წონით კატეგორიაში ტერაშვილის საწყისს ეტაპზე გამოეთიშა ბელგიელ უმაევთან ბრძოლაში. მოგვიანებით წააგო ჩიხელიძემაც. მომდევნო წონით კატეგორიაში, -81კგ წონით კატეგორიაში, 1/2 ფინალში გადასასვლელი შეხვედრა წააგო გოჩილაიძემაც და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ქართული ფესვებით ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ირაკლი გოგნიაშილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. მოგვიანებით, თავის მხრივ 20 წლის გოგნიაშვილი, გამოცდილმა აზერბაიჯანელმა, ჰიდაიატ ჰეიდაროვმა დაამარცხა.
მეორე საასპარეზო დღეს ქართული გუნდიდან კვარცხლბეკზე ერთი, -81 კგ წონაში მოასპარეზე დიმიტრი გოჩილაიძე დადგა, რომელმაც ბრინჯაო მოგო, მას შემდეგ, 1/2 ფინალში დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლა. მანამდე გზად, ქართველმა ბადეში, თურქეთის სახელით მოასპარეზე ალბაირაქი დაამარცხა. მესამე ადგილისთვის კი, ჩვენებურმა რუსი ტასუევი დაამარცხა.
აბუ დაბის გრან სლემის ბოლო, დღევანდელ დღეს, ტატამზე, ხუთი ქართველი ასპარეზობდა. მედლებისთვის ბრძოლას საწყის ეტაპზე გამოეთიშა ახალკაცი. ხარაზაზიშვილი დამარცხდა 1/8 ფინალში უკრაინელ ანტონ სავიცკისთან და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. საწყისს ეტაპზე დამარცხა სანებლიძეც.
ასე, რომ აბუ დაბიში მედლების მოგების იმედი ბოლო წონაში გვრჩებოდა, სადაც, საბოლოოდ ბრინჯაო საბა ინანეიშვილმა, ხოლო ოქროს მედალი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა და აბუ დაბის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.





ჩვენ







