კიდევ ერთი წაგებული თამაში, ამჯერად ბოლო წამებზე
კიდევ ერთი წაგებული თამაში, ამჯერად ბოლო წამებზე
31.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა დღეს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" დღეს, ევროპის ჩემპიონატის B ლიგის ბოლო ჯგუფური შეხვედრა, აუტსაიდერ ლუქსემბურგთან გამართა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით, 1-0 (იხილეთ მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) დამარცხდა. შედეგად, ტატა მატვეევას გაწვრთილი გუნდი, 3 ქულით ჯგუფში, ბოლო ადგილზე გავიდა და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის შანსიც ხელიდან გაუშვა.


მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ შეხვედრაში მატვეევას გუნდს ჰქონდა სათამაშო უპირატესობა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და ბურთსაც აკონტროლებდა, ქართველმა ფეხბურთელებმა რეალურად კარის მიმართულებით, მხოლოდ რამდენჯერმე დაარტყეს. აქედან, ყველაზე სახიფათო 39-ე წუთზე იყო, როდესაც ბურთი ხარიხას მოხვდა. პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა.


აი, მეორე ტაიმში კი, ყოველ შემთხვევაში მე, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მეტოქემ ბურთი დაგვათმობინა, 58-ე წუთზე კი, ორ მომენტში იღბალი ჩვენს მხარეს აღმოჩნდა. თუმცა, ეს მონაკვეთი ისე არ ყოფილა, რომ ქართველო გოგონები მომენტების გარეშე იყვნენ. მხოლოდ, თეკლა ბერიძეს ჰქონდა ორი მომენტი ანგარიშის გასახსნელად, თუმცა, ცოტა დააკლდა.


რეალურად, თამაში, ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა, რომ არა მსაჯის მიერ დამატებულ დროში, რომელიც უკვე იწურებოდა ბოლო შეტევა და არა მხოლოდ ქალთა გუნდებისთვის, არამედ ზოგადად, ჩვენი გუნდებისთვის მტკივნეული მომენტი - გაშვებული გოლი, რომელმაც საბოლოოდ ბოლო ადგილზე მოგვიჩინა ადგილი.


დღესვე, ჩრდ. მაკედონიისა და უელსის შევხედრა ფრედ, 3-3 დასრულდა. შესაბამისად, ჩრდ. მაკედონელებმა მოახერხეს 4 ქულის დაგროვება და მეორე ადგილით დაასრულეს ასპარეზობა.



სფფ-ის ფოტო