ქართული ლეგიონის მშვიდი დღე საკლუბო თამაშებში
ქართული ლეგიონის მშვიდი დღე საკლუბო თამაშებში
31.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი იძულებითი შესვენების შემდეგ, ირაკლი აზაროვი მინდორს დაუბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა დღეს, უკრაინის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ითამაშა. მისმა „შახტარმა", საშინაო შეხვედრაში „ობოლონი" 2-0 დაამარცხა. ქართველმა განსხვავებით სამი დღის წინანდელი სათასო შეხვედრიდან, სადაც 13 წუთი ითამაშა, ამჯერად „შახტარის" შემადგენლობაში სასტარტოდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა.  არაა გამორიცხული, რომ აზაროვი, ეროვნულ ნაკრებში ნოემბრის ფანჯრის დროს დაბრუნდეს. „შახტარი" კი, 11 ტურის შემდეგ, 28 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია.


პოლონური ექსტრაკლასას მე-13 ტურში, ოთო კაკაბაძის „კრაკოვია" საშინაო შეხვედრაში 1-2 დამარცხდა „მოტორი ლუბლინისთან". „კაკაბამ" სრული მატჩი ჩაატარა და ამასთან გუნდის კაპიტანიც იყო. ანგარიში მე-13 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა, პირველ ტაიმში ორი ბურთიც მიიღეს საკუთარ კარში. ამის შემდეგ კი, თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს. ამ ტურის შემდეგ, 12 ქულით მე-13 ადგილზეა.


ბულგარეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში, ლაშა დვალის სოფიის „ცსკა-1948" საშინაო შეხვედრაში „სპარტაკს" შეხვდა და დიდი ანგარიშით 6-1 დაამარცხა. დვალმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, ქართველი 75-ე წუთზე შეცვალეს. ამ მომენტისთვის მასპინძლები უკვე სოლიდურად იგებდნენ. ტურის შემდეგ, „ცსკა-1948" 30 ქულით ცხრილის ლიდერია, თუმცა, მხოლოდ 1 ქულით უსწრებს „ლევსკის", რომელსაც თამაშით ნაკრები აქვს გამართული.


დღეს ითამაშა გიორგი აბუაშვილის „მეცმაც", თუმცა, ფრანგული ლიგა 2-ის საშინაო შეხვედრაში „პაუ"-სთან მონაწილეობა არ მიუღია. ქართველმა, რომელიც ფრანგული კლუბის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა მიმდინარე სეზონში, ვარჯიშზე, წვივის არეში დისკომფორტი იგრძნო, გუნდმა კი, მიზანშეწონილად მისი დასვენება ჩათვალა. მე-11 ტურის ეს შეხვედრა კი, „მეცმა" 1-3 წააგო და ახლა სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-9 ადგილზეა.


ამ ეტაპზე ეს მცირე მიმოხილვა ქართული ლეგიონის თამაშებიდან, დანარჩენი უკვე ხვალ დღის ბოლოს შევაჯამოთ.