„ასპეტარმა“ ხვიჩას პოსტოპერაციული პირველი ფოტო გამოაქვეყნა
„ასპეტარმა“ ხვიჩას პოსტოპერაციული პირველი ფოტო გამოაქვეყნა
30.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვიჩა კვარაცხელიამ ოპერაციის შემდგომი პასიური რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ, „ასპეტარის" კლინიკის სოციალურ ქსელში 29 ოქტომბერს გამოჩნდა პირველი ინფორმაცია.


მუხლის წინა ჯვარედინი იოგის (ACL) ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია ხუთი ძირითადი ეტაპისგან, ფაზისგან შედგება.


პირველი ფაზა, რომელსაც სხვაგვარად, პასიურ რეაბილიტაციასაც ეძახიან, ტკივილისა და შეშუპების კონტროლს, მუხლის მობილობის (გაშლის) აღდგენასა და ოთხთავა კუნთის  პირველად აქტივაციას ითვალისწინებს და ის დაახლოებით 6 კვირამდე გრძელდება.


მეორე ფაზა, უკვე მოძრაობის ამპლიტუდის სრული გაუმჯობესებას, კუნთების სიძლიერის ეტაპობრივი ზრდასა და საყრდენ-ბალანსის საწყისი ვარჯიშებს ითვალისწინებ და დაახლოებით, თვე ნახევრიდან ოთხ თვემდე პერიოდს მოიცავს.


მომდევნო, მესამე ფაზა ძალოვანი და ფუნქციური ვარჯიშების ინტენსივობის გაზრდას, სირბილის პროგრესია და კოორდინაციის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.


მეოთხე ფაზა, ერთგვარად სპეციფიკურია და სპორტზე ორიენტირებულ ვარჯიშებს ითვალისწინებს აჩქარებას, დამუხრუჭებას, მიმართულების სწრაფი ცვლილებას (cutting), ხტომებსა და ბურთთან მუშაობის დაწყებას.


მეხუთე ფაზა უკვე მოედანზე დაბრუნებას გულისხმობს - საერთო გუნდურ ვარჯიშებში სრული ინტეგრაციას და მოედანზე უსაფრთხო დაბრუნებას (Return to Play).  მხოლოდ ამის გაკეთება, სპეციალური ფუნქციური და ფსიქოლოგიური ტესტების წარმატებით ჩაბარების შემდეგ იქნება შესაძლებელი.


აი ეს მოკლედ, რა გზაც უნდა გაიაროს ხვიჩამ. რეაბილიტაციის ამ გზაზე კი, ქართველ ფეხბურთელს კლინიკა „ასპეტარის" და უშუალოდ პროფესორ პიტერ ვერდონკის რეაბილიტოლოგების გუნდი დააკვირდება. ხვიჩა კვარაცხელიას სრულ აღდგენა -რეაბილიტაციას დაახლოებით 9 თვე დასჭირდება.


„კვარა" ჩვენ გელით!

 


ფოტო: (C) aspetar