ხვალიდან ნეაპოლში 23-წლამდეა ევროპის ჩემპიონატი იწყება
ხვალიდან ნეაპოლში 23-წლამდეა ევროპის ჩემპიონატი იწყება
29.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალიდან, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, იტალიაში, კერძოდ ნეაპოლში სტარტს აიღებს, ევროპის 23-წლამდეთა ჩემპიონატი, რომელზეც საქართველო 15 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ხუთ წონით კატეგორიაში მედლებისთვის 6 ქართველი გოგონა იასპარეზებს. ერთი წონა, -57კგ წონითი კატეგორია გაორებული გვექნება.


-48 კგ ჯულიეტა როდონაია

-52 კგ ნინო თათრიშვილი

-57 კგ ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური

-70 კგ ნინო გულბანი

-78 კგ ბარბარე გელაშვილი


ბიჭები კი, საერთო ჯამში, 9 სპორტსმენით, მედლებს -66 კგ წონით კატეგორიის გარდა, ყველა წონაში შეუტევენ. გოგონებისგან განსხვავებით, აქ, სამი წონითი კატეგორია გვაქვს გაორებული.


-60 კგ ლუკა გადელია

-73 კგ მათე ბერუაშვილი, გიორგი ლოლაძე

-81 კგ გიორგი არღვლიანი

-90 კგ ლუკა ჯავახიშვილი, ნიკოლოზ დავლაძე

-100 კგ ნოდარ ალაფიშვილი

+100 კგ საბა ქარდავა, გიორგი ბადუაშვილი


30-31 ოქტომბერს, მედლები ინდივიდუალურ შეჯიბრში გათამაშდება, 1 ნოემბერს კი, ჩვენი შერეული გუნდური ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ 2025 წელს, მოლდოვაში, საფრანგეთის ნაკრებთან უმძიმეს ბრძოლაში, რომელშიც 4-3 გავიმარჯვეთ, საქართველოს 23-წლამდე გუნდმა ერთი წლით ადრე, პოლონურ პილაში მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ასე, რომ ამჯერადაც, რატომაც არა...