რიგგარეშე ყრილობა და ქართული ჯუდოს გეგმები უახლოესი წლებისთვის
რიგგარეშე ყრილობა და ქართული ჯუდოს გეგმები უახლოესი წლებისთვის
28.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დღეს სასტუმრო „რადისონში" ცნობილი გახდა, რომ 30 დღის ვადაში, საქართველოში ჯუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ცოტა მოგვიანებით დასახელდა ყრილობის ზუსტი თარიღიც, 2026 წლის 1 დეკემბერი. ფედერაციის ოფიციალურ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს კანდიდატურის წარდგენა პირველ ნოემბრამდე შეეძლებათ. პირველ ნოემბრამდე კი, ამ სიახლის გამოცხადებიდან მხოლოდ, სამ დღე ნახევარი რჩებოდა.


ნოემბრის დასაწყისში გახდება დელეგატთა სია, რომლებიც ახლა პრეზიდენტს აირჩევენ და უახლოესი მიზნებისთვის შრომას უფრო აქტიურად შეუდგებიან.


სპორტის ამ სახეობის მოყვარულებმა იციან, რომ ფედერაციის, აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ლევან ნოზაძე, რომელიც ფედერაციაში რჩება და ამიერიდან, აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას შეასრულებს ბაქოში, ოქტომბერში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იმყოფებოდა. სპორტულ კულუარებში კი, 1 დეკემბრის რიგგარეშე ყრილობის დანიშვნასა და საპრეზიდენტო არჩევნების დაჩქარებას პირდაპირ აკავშირებენ საზღვარზე მომხდარ ინციდენტთან. არაოფიციალური ცნობებით, ბაქოს მესაზღვრეებისთვის საეჭვო აღმოჩნდა ლევან ნოზაძის გადაადგილების ქრონოლოგია, რომელმაც სომხეთიდან თბილისში დაბრუნების დღესვე სცადა აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთა, რის გამოც იგი ქვეყანაში არ შეუშვეს. იმისათვის, რომ აღნიშნულ გაუგებრობას გავლენა არ მოეხდინა ძიუდოს ფედერაციის საერთაშორისო კავშირებსა და რეპუტაციაზე, მენეჯმენტმა მმართველი რგოლის სასწრაფო როტაცია დააჩქარა, ყოფილ პრეზიდენტს აღმასრულებელი დირექტორის ფუნქცია შეუთავსა და ახალი არჩევნები დანიშნა. აღნიშნულ სტრუქტურულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ფედერაცია აქცენტს გრძელვადიან სტაბილურობაზე აკეთებს.


 „ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ძიუდოს ფედერაცია აქვს, ლაპარაკია გამოწვევა 2029-ს როდესაც საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, ჩვენს გუნდს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მაღალ ორგანიზებულად და თანამედროვე სტანდარტებით, მშვიდ რეჟიმში ჩატარდეს მსოფლიო ჩემიონატი", - ამბობს გიორგი ათაბეგაშვილი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი.


თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებზე და რიგგარეშე ყრილობაზე მეტად, ბაქოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ქართულ ფედერაციაში აქცენტების გადატანას, ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გურამ მოდებაძის დანიშვნაზე და ქართული ჯუდოსთვის ორ უახლოეს გამოწვევას ლაპარაკობენ.


„მთავარ მწვრთნელთან, ფედერაცია ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. რასაც წინა წლებში არ ჰქონია ადგილი. ორი წლის შემდგომ კი, მოხდება განხილვა განვლილი გზის და შეფასდება აღმასკომის მიერ, მის მიერ გაწეული შრომა. ამის მიხედვით გადაწყდება გაუხანგრძლივდეს კონტრაქტი, თუ შეუწყდეს", - ამბობს ათაბეგაშვილი, რომელიც იქვე ხაზს უსვამს, რომ გურამ მოდებაძეს, რომელმაც ლაშა გუჯეჯიანი ჩაანაცვლა ჯუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, დიდი წვლილი მიუძღვის ბოლო პერიოდში ქართული ჯუდოს წარმატებებში. ხაზი გაუსვა, მოდებაძის ტიტანური შრომას და იმედი გამოთქვა, რომ ახალ მთავარ მწვრთნელს, ქართველ ჯუდოკებთან ერთად, მომავალში არაერთი წარმატება ელოდება.


გურამ მოდებაძე, ახალ ამპლუაში ქართველ ჯუდოკებს დიდი ალბათობით, ნოემბერში ბელგრადში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზეც უხელმძღვანელებს შერეულ გუნდურ შეჯიბრში. თუმცა, უფრო დიდი გამოწვევები მასაც და ზოგადად ქართულ ჯუდოსაც წინ აქვს - ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველომ 2029 წელს უნდა უმასპინძლოს.


დღეს ჯუდოს საერთაშორისო დღეა. სწორედ, ამ დღეს, გადაწყვიტა ქართულმა ფედერაციამ მედიასთან და გულშემატკივართან შეხვედრა და ზემოთხსენებული საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, დაწვრილებით იმ პროექტებზე საუბარი, რომელმაც სპორტის ამ სახეობის წარმატებულ მომავალზე უნდა იზრუნოს.


„დღეს, წარვადგინეთ რამდენიმე ცვლილება, როგორც ტექნიკური, ასევე სპორტული თვალსაზრისით. კიდევ ორ დამატებით პროექტს ვიწყებთ. გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოწვევები უახლოეს პერიოდში, როგორც ოლიმპიური თამაშები, ასევე საქართველოში გასამართი 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ამ ორ მნიშვნელოვან ღონისძიებასთან დაკავშირებით, აუცილებლად, სხვადასხვა ფორმატში უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩავრთოთ, რომ საერთაშორისო სარბიელზე, უფრო წარმატებით გამოვიდეთ ვიდრე აქამდე", - ამბობს .


„გამოწვევა 2029" (საქართველოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში) და „გამოწვევა 2032" (ოლიმპიადის ფარგლებში), ეს ის პროექტია, რომელზეც ჯუდოს ქომაგებთან და მედიასთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ფედერაციის ხელმძღვანელებმა საგანგებო გეგმა წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ორივე პროექტის მონაწილეები დაკომპლექტდებიან ახალგაზრდა და ჭაბუკი ჯუდოკებით, რომლებიც სპეციალური პროგრამით გაივლიან მზადებას.


სხვათა შორის, მსგავსმა პროექტმა, „გამოწვევა 2020"-მა იმუშავა და დღეს სახეზე ლაშა ბექაური, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და ილია სულამანიძე გვყავს. 2017 წლიდან ისინი ამ პროგრამის ბაზაზე გადიოდნენ სპეციალიზებულ, მეცნიერულ და სისტემურ წვრთნებს. ამას გარდა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადისთვის სუპერ-გუნდის მომზადებამ სრულად გაამართლა. ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით, ქართულმა ჯუდომ ტოკიოში ისტორიული რეკორდი დაამყარა და 4 მედალი მოიპოვა (1 ოქრო და 3 ვერცხლი).


რადგან ოლიმპიადაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, უნდა ისიც ვთქვათ, რომ სიახლეა სანაკრებო მზადების ნაწილშიც. ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში ოლიმპიური ნაკრები მაქსიმალურად ინდივიდუალური პროგრამითა და მიდგომით მოემზადება.


ამ ეტაპზე ასეთი ამბებია გვაქვს. დაველოდოთ 1 დეკემბერს, ახალ პრეზიდენტსა და მისეულ ხედვას.