
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში „ბასა" საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის B ლიგის მე-4 ჯგუფის მეორე კალენდარული შეხვედრა გამართა. ტატა მატვეევას გუნდი, უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელსაც პირველ ტურში საქართველოს მსგავსად თამაში მოგებული ჰქონდა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრას, მინიმუმ ერთი გუნდის გამოვლენა შეეძლო, რომელსაც მომდევნო ეტაპის საგზუgრი განაღდებული ექნებოდა.
უელსელები, რომლებიც ამ შეხვედრაში პირობითი მასპინძლები იყვნენ მე-4 წუთზე სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. გოლი სტაინსმა გაიტანა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა მალევე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. მე-14 წუთზე შორი მანძილიდან, სტანდარტულიდან კარში ნატალი გუგულაშვილმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, 1-1. თითქმის ტყუპისცალი გოლი, 42-ე წუთზე კვლავ სტანდარტულიდან გავიტანეთ. ამჯერად. მარიამ გასანოვამ გაიტანა და ქართული გუნდი 1-2 დააწინაურა. პირველი ტაიმი მატვეევას გუნდმა მოიგო.
მეორე ტაიმში ტატა მატვეევას გუნდმა, მეტოქეს ბურთი დაუთმო და ერთ-ერთი შეტევის დროს, ფლანგიდან ჩაწოდებულზე, უელსელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. 66-ე წუთზე დუბლი სტაისნმა გაიფორმა. ჩვენებმა პირველად ამ ტაიმში 77-ე წუთზე დაურტყეს. ანგარიშის გაზრდის შანსი ბარბარე მანაგაძეს ჰქონდა. 87 წუთზე, საქართველოს ნაკრებს შანსი ჰქონდა დაწინაურებულიყო, თუმცა, ჩვენებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და კონტრშეტევაზე გოლი მივიღეთ. კვლავ ფლანგიდან კვლაც დევისის გადაცემით გავიდა. ამჯერად მაია ქესველმა გაიტანა. თამაში უელსელებმა 3-2 მოიგეს.
აქვე გეტყვით, რომ ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა თბილისის ზღვის ბაზაზე ჩრდ. მაკედონიასა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის, 1-0 დასრულდა მაკედონიელთა სასარგებლოდ. ჯგუფის ბოლო შეხვედრები 31 აგვისტოს, 13:00 საათზე დაიწყება. თბილისის ზღვის ბაზაზე უელსი ჩრდ. მაკედონიას, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაში კი, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს, რომელსაც ორი თამაშიდან ორივე წაგებული აქვს.





ჩვენ







