
ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ყაზახეთიდან, მხოლოდ სამი ბრინჯაოს მედლით ბრუნდებიან. მიუხედავად იმისა, ბევრი თვლიდა, რომ ყაზახეთი კარგად გვაქვს „დაცდილი", რადგან 2019 წელს, ასტანაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული გუნდიდან ოთხი (ორივე დისციპლინაში) გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ამჯერად, ქართველი „კლასიკებისთვის" ყაზახური თავგადასავალი, სულაც არ გამოდგა იღბლიანი.
24-დან 27 ოქტომბრის ჩათვლის, ჩვენი გუნდიდან ხალიჩაზე 10 წონით კატეგორიაში 10-მა ფალავანმა სცადა ძლები:
55 კგ - ვახტანგ ლოლუა
60 კგ - დიმიტრი ხაჩიძე
63 კგ - ფრიდონ აბულაძე
67 კგ - დიეგო ჩხიკვაძე
72 კგ - იური ლომაძე
77 კგ - რამაზ ზოიძე
82 კგ - გელა ბოლქვაძე
87 კგ - ლაშა გობაძე
97 კგ - რობერტ კობლიაშვილი
130 კგ - სულხან ბუიძე
თუმცა, მედლებისთვის მხოლოდ სამმა იბრძოლა და შესაბამისად, სამი ბრიჯნაოს მედალი მოგვიტანა. მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიგეს ვახტანგ ლოლუამ (55კგ), რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში მონღოლი დავააბანდი მუნხ-ერდენე უშანსოდ, 0-10 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
იური ლომაძემ (72 კგ) ბრინჯაოს ფინალში, საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში 4-7 მოუგო უკრაინელ პარვიზ ნასიბოვს.
დღეს კი, „კლასიკების" ბოლო საასპარეზო დღეს, ლაშა გობაძემ, რომელსაც ასტანაში მსოფლიო ჩემპიონობა მოპოვებული ჰქონდა, დღეს ბრიჯაოსთვის იბრძლა და უზბეკი მუხამადკადირ რასულოვი 5-1 დაამარცხა.
საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა, მე-8 გუნდური ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
აქვე გეტყვით, რომ 29 ოქტომბრიდან საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები წარდგებიან. ისევე, როგორც „კლასიკების" შემთხვევაში, ქართული გუნდი, აქაც 10 ფალავნით იქნება წარმოდგენილი.





ჩვენ







