
ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც ჩვენი გვერდი იტყობინებოდა ოპერაცია გეგმის მიხედვით დღეს, 27 ოქტომბერს ყატარში, მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში, „ასპეტარიში" ჩაუტარდა. კლინიკაში, რომელიც მსოფლიოში სპორტული მედიცინის მექად არის აღიარებული. „ასპეტარიში" მუშაობენ ქირურგები, რომლებსაც ათასობით ოპერაცია, მათ შორის ხვიჩასთვის გაკეთებულის ანალოგიური, წარმატებით აქვთ ჩატარებული. შეგახსენებთ, რომ „კვარას", 20 ოქტომბერს, „ბარსელონასთან" თამაშის დროს მიღებული ტრავმის გამო, მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის (ACL) ოპერაცია დასჭირდა.
ინფორმაციით, რომელიც ჩვენმა გვერდმა მოიპოვა ქართველს იოგი სრულად ჰქონდა გაწყვეტილი, რაც ჯვარედინი იოგის ოპერაციებისას შორის, ყველაზე რთულია. ოპერაცია, რომელიც პროფესორმა პიტერ ვერდონკიმ ჩაუტარა წარმატებით დასრულდა. ინფორმაციისთვის, ვერდონკი არის ბელგიელი სპეციალისტი, ორთოპედ-ქირურგი და მუხლის სახსრის სპეციალისტი. სწორედ მისი გუნდი დააკვირდება ქართველის რეაბილიტაციასაც, რომელსაც ქართველი უახლოესი დღეებიდან შეუდგება.
იმ მომენტში, როდესაც პარიზულმა გვერდმა, კვარაცხელიას ოპერაციის თაობაზე, ოფიციალურ ვებ-გვერდზე ორ წინადადებანი ნიუსი დადო, ქართველი უკვე პალატაში იყო გადაყვანილი. ჩვენი ინფორმაციით „კვარა" ქართველ ექიმებსაც შეეხმიანა მოკლე-ტექსტური შეტყობინებით „კარგად ვარ".
ის, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანიც თავს კარგად გრძნობს, ჩვენ დოჰაში მყოფმა, ხვიჩას ოჯახის წევრებმაც დაგვიდასტურეს.
ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე, ქართველს რამდენიმე დღე დოჰაში, კლინიკაში მოუწევს დაჰყოს. შესაბამისად, რეაბილიტაციასაც უახლოეს დღეებში იქ დაიწყებს - ე.წ. პასიურ რეაბილიტაციას. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სანაკრებო თამაშების დროს, „კვარა" გულშემატკივრის რანგში ეროვნული ნაკრების თამაშს დაესწროს.
რაც შეეხება სრულ რეაბილიტაციას, ხვიჩას მოედანზე დაახლოებით, 2027 წლის ივლისის ბოლოდან უნდა დაველოდოთ.





ჩვენ







