ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია ჩაუტარდა

27.10.2026
ავტორი: მარიამ მესხი
დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა. „პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალური გვერდის ცნობით, „კვარას" ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
„ხვიჩა კვარაცხელია ახლა რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს", - წერია პსჟ-ს ოფიციალურ განცხადებაში.
პსჟ-ს ქართველ ფეხბურთელს ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან" დაპირისპირებაში ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. „კვარამ" წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და დიდი ალბათობით, მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.





ჩვენ







