
ხვალ, 27 ოქტომბერს, კატარში, კერძოდ დოჰაში, მინიმუმ ოქროს ბურთის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ათეულის ფეხბურთელს მუხლის წინა ჯვარედინი იოგის ოპერაციას გაუკეთებენ. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დღეს ლონდონში, „ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე უნდა ყოფილიყო, ალბათ, რომ არა ჯერ „ბარსელონასთან" მატჩის დროს მიღებული ტრავმა და ესეც, რომ არა, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურის პსჟ-„ლიონის" დაპირისპირება, ამ ცერემონიაზე მაინც ვერ იქნებოდა. თუმცა, ახლა, თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ქართველი დოჰას კლინიკაში ცერემონიას დიდი ალბათობით, პალატიდან მიადევნებს თვალს.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში, 21 ოქტომბერს, მაღალ დონეზე ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, ქართველი მორიგ საბრძოლო მომენტში, მოულოდნელად დაეცა და მის სახეზე ენით აუწერელი ტკივილი იყო გამოსახული. მოგვიანებით, „კვარა" შეცვალეს და მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღე ყველას ლოდინი მოგვიწია, ვერდიქტს, ყველა ვხდებოდით.
ხვიჩამ ტრავმა, ჩავი ესპარტთან ორთაბრძოლისას მიიღო. მოგვიანებით, „ბარსელონას" ახლგაზრდა ფეხბურთელმა, ამ ინციდენტთან დაკავშირებით, შემდეგი განცხადება გაავრცელა: „პატივს ვცემ კვარაცხელიას და იმას, რასაც ის პსჟ-ში აკეთებს. მაგრამ, როდესაც მოედანზე მოწინააღმდეგეები ვართ, პატივისცემა უკან დახევას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს სამართლიან ბრძოლას და ყველაფრის გაღებას. მე მოვიგე ბურთი, ფეხზე წამოვდექი და თამაში გავაგრძელე. ეს ის მენტალიტეტია, რაც ყოველთვის მინდა მქონდეს, როცა „ბარსელონას" მაისურს ვირჩევ. აქ დიდი სახელებით შესაშინებლად არ მოვსულვარ", - ამბობს ფეხბურთელი.
სხვათა შორის, ქართველისთვის უსიამოვნო მომენტზე, რომელმაც მინიმუმ 9-თვიან „შვებულებაში" გაუშვა, თავად ხვიჩამაც ილაპარაკა და თქვა, რომ ჩავი ესპარტთან ორთაბრძოლაში შესვლისას ფიქრობდა, რომ ბურთს მარტივად აართმევდა, თუმცა შეჯახება ორივესთვის მძიმე აღმოჩნდა.
მოგვიანებით, ხვიჩას ტრავმას გამოეხმაურა კატალონიელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი გავი.
„ძალიან მომწონს კვარაცხელია, მისი თამაშის სტილი. ჩემი თანადგომა მას, ამ მძიმე ტრავმის პერიოდში. მარტივი არ არის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი დაბრუნდება. ჩემთვის, ის „ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ხუთეულშია, იმიტომ, რომ შესანიშნავი გასული სეზონი ჰქონდა და მიხარია, რომ ნომინანტებს შორისაა, ის ამას იმსახურებს", - ამბობს გავი.
ვინ რას იმსახურებს და რეალურად ხელში რა შერჩება, ამას დღეს თბილისის დროით 22:00 საათიდან შევიტყობთ. მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის" ერთ-ერთი ნომინანტი, ხვიჩა კვარაცხელია, ხვალ დოჰაში ოპერაციას იკეთებს.





ჩვენ







