მჭიდრო სათამაშო გრაფიკის მიუხედავად დღეს, „იბერია 1999“-მა მოიგო
მჭიდრო სათამაშო გრაფიკის მიუხედავად დღეს, „იბერია 1999“-მა მოიგო
26.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტური დასრულდა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999"-მა ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლა.


თამაში აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შემქნეს, თუმცა, პირველი ტაიმის დაახლოებით მე-15 წუთიდან, იბერიელებმა მოახერხეს მეტოქის ნახევარზე ბურთის გაკონტროლება. თუმცა, პირველი გოლი, რომელი მე-17 წუთზე ზვიად ნაჭყებიამ გაიტანა, სრულად ამ ფეხბურთელის დამსახურებაა, რადგან მას შემდეგ, რაც ვაჰიდ სელიმოვიჩისგან მიიღო გადაცემა, ბურთი თავად წაიღო, რამდენიმე მეტოქე მოატყუა და ოთო გოშაძეს აუღებელი დაურტყა. ამ გოლმა, სტუმრები რაღა დავმალოთ და დააბნია, რადგან „იბერია 1999"-მა დარჩენილი ტაიმი სრულად გააკონტროლა. ამასთან გაიტანა ორი გოლი, 25-ე წუთზე, ამირან ძაგანიამ და მე-40 წუთზე, ნაჭყებიას გადაცემით გიორგი ბერიძემ, რომელიც თბილისელთა სასტარტო შემადგენლობაში დღეს პირველად გამოჩნდა. პირველ ტაიმში, ქუთაისელთა კარში, გავიდა კიდევ ერთი გოლი, რომელიც ვარმა გააუქმა და თბილისელთა რიგებიდან გავიდა გიორგი ჯინჯოლავა, რომელსაც იმედს ვიტოვებთ, რომ რაიმე სერიოზული ტრავმა არ აქვს და ზოგადად, ტრავმაც არ აქვს, რადგან შეცვლამდე, მას მეტოქესთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, შესაბამისად, შესაძლოა ცვლილება, ამასაც უკავშირდებოდეს.


მეორე ტაიმი კი, დირკ შუსტერმა ცვლილებებით დაიწყო. როგორც ჩანს, პირველი ტაიმით უკმაყოფილომ შეცვალა ვირჟილ პენსონი, დავით ბუკია, გიორგი არაბიძე და მატეო სტამატოვი. მათ ნაცვლად კი, ლუკა კუპრავა, ნოდარ ლომინაძე, აკაკი შულაია და ცოტნე ნადარაია შემოუშვა. 49-ე წუთზე კი, ტორპედოელებმა ერთი გოლი გაქვითეს და ახლოს იყვნენ, კიდევ უფრო შეემცირებინათ ანგარიში. დიეგო დეისაძის გადაცემით, ლადო მამუჩაშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმში იყო, ის „ტორპედო", რომელიც ამ თამაშს იწყება, გოლამდე. აი, „იბერია 1999"-ს კი, როგორც ჩანს მჭიდრო კალენდრის დაღი დაეტყო - გუნდი, მეორე ტაიმში აშკარად დაიღლა. 68-ე წუთზე მამუჩაშვილის გადაცემის შემდეგ ფელიპე პირესმა გაიტანა. თუმცა, მეტი „ტორპედომ" ვეღარ შეძლო და 3-2 დამარცხდა.


დღევანდელი ტურის შემდეგ, გათამაშების სატურნირო ცხრილში ლიდერი ბათუმის „დინამოა", 56 ქულით. 55 ქულა აქვს „იბერია 1999"-ს, რომელიც მომდევნო ტურში „დინამო თბილისს" შეხვედრა, რომელსაც თავის მხრივ 54 ქულა აქვს და მესამე საფეხურზეა. 52 ქულა აქვს „რუსთავს", რომელიც ამ ეტაპზე მეოთხეა. ეს არის სწორედ ის ოთხი გუნდი, რომელიც ეროვნული ლიგის დარჩენილ 6 ტურში საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს. თუმცა, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.