ორი გოლი და ორი საგოლე - ქართული ლეგიონის 25 ოქტომბრის მონაგარი
ორი გოლი და ორი საგოლე - ქართული ლეგიონის 25 ოქტომბრის მონაგარი
26.10.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული ლეგიონისთვის დღევანდელი დღე, 25 ოქტომბერი, მეტნაკლებად გამორჩეული იყო. ჩვენების ანგარიშზე ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. ტრადიციულად ჩაირა გიორგი მამარდაშვილისთვის „ლივერპულის" მე-8 ტურის შეხვედრამ. „ბრაიტონთან" საშინაო შეხვედრაში „ლივერპულმა"2-0 გაიმარჯვა და ახლა, სატურნირო ცხრილში 15 ქულით მეოთხე ადგილზეა, ამასთან ერთ ქულაში მიუახლოვდა „ბრაიტონს".


ესპანეთის ლა ლიგაში დღეს ქართული ლეგიონიდან საბა საზონოვმა ითამაშა. ქართველი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, როდესაც მისი „ხეტაფე" გასვლით შეხვედრაში, უკვე 2-0-ს აგებდა, საბოლოოდ კი, 4-0 დამარცხდა. 10 ტურის შემდეგ „ხეტაფე" 9 ქულით მე-17 ადგილზეა.


იტალიის სერია A-ში გოლების წვიმა იყო მე-8 ტურში „ატალანტასა" და „ფროზინონეს" შეხვედრაში. ამჯერად, გიორგი კვერნაძეს გოლი არ გაუტანია და 65-ე წუთზეც შეცვალეს, თუმცა მისმა გუნდმა, მასპინძლის მსგავსად, ოთხი ბურთი გაიტანა. შეხვედრა, 4-4 დასრულდა. „ფროზინონეს" 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილია.


სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში „მილანის" წინააღმდეგ გოირგი ჩაკვეტაძემ. თუმცა, საშინაო შეხვედრა „უდინეზესთვის" არასახარბიელოდ დაიწყო. გიორგის გუნდს, სტუმრებმა სწრაფი გოლი გაუტანეს - მე-6 წუთზე ლუკა მოდრიჩის გადაცემით, კრისტიან პულისიკმა გაიტანა. ცივი შხაპის შემდეგ, მასპინძლებმა ვერ მოახერხეს თამაშის შემოტრიალება და 65-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაუშვეს. რაც შეეხება „ჩაკვეს", მან სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა.  8 ტურის შემდეგ, „უდინეზეს", მხოლოდ 4 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა.


ნიდერლანურ ერედივიზიონში ირაკლი იეღოიანის „ექსელსიორი" გასვლით შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა „სიტარდისთან". აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მასპინძლებმა, მსაჯის მიერ, თამაშისთვის კომპენსირებულ დროში გაიტანეს. „ექსელსიორს" 11 ქულა აქვს 10 ტურის შემდეგ და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.


გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გაიტანა გიორგი ქვილითაიამ. „ჰოლშტაინ კილისა" და „დრეზდენის" დაპირისპირებაში ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მე-9 წუთზე, ანგარიში მისი გოლით გაიხსნა. თუმცა, 57-ე წუთზე შეცვალეს. საბოლოოდ, „ჰოლშტაინ კილიმ" 3-0 გაიმარჯვა და 8 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ 8 ქულა, ერთდროულად 6 გუნდს აქვს, ქართველის გუნდი კი, ამ ექვსეულის თავშია და ამ ეტაპზე, მე-13 ადგილზეა.  


ლატვიურ ვირსლიგაში ლაშა ოდიშარიას რფს-მ გასვლაზე 0-3 მოუგო „სუპერ ნოვას". ქართველმა ბოლო შეხვედრების მსგავსად სტაბილური მატჩი ჩაატარა. გოლი არ გაუტანია, თუმცა, 59-ე წუთზე, გოლის გატანაში დიდი წვლილი შეიტანა, რამეთუ საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, რფს-ს 86 ქულა აქვს და 7 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „რიგას". შესაბამისად, მომდევნო ტურში გამარჯვების შემთხვევაში, ლაშა ოდიშარია ლატვიის ჩემპიონობას იზეიმებს.


ჩეხეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ვახო ჭანტურიშვილის „იაბლონეცმა", რომელიც უეფა-ს კონფერენს ლიგაზე, ქართული „იბერია 1999"-ის მომავალი მეტოქეა, გასვლით შეხვედრაში „ჰრადეცი კრალოვე" 1-2 დაამარცხა.  ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ითამაშა. მისი გუნდი კი, ამ ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-6 ადგილზეა.


სლოვაკეთის „ნაიკის ლიგაში", ქართველებიდან ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინამ" კოშიცეში, ადგილობრივი სახელობის გუნდთან, „კოშცესთან" ფრედ, 2-2 ითამაშა. დისციპლინარული სასჯელის გამო, გამოტოვებული ერთი ტურის შემდეგ, ქართველი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და სრული მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი კი, დღეს, ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ, 22 ქულით მესამე ადგილზეა.


დღეს, ისრაელის ლიგა ჰაალის მე-8 ტურში, გასვლით შეხვედრაში ქართველი მცველი ლუკა გადრანი მატჩს საუკეთესო მოთამაშე იყო. „ჰაპოელი ფეთაჰ თიკვასა" და „ბეითარი იერუსალიმის" შეხვედრაში, ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. ქართველის გუნდელებმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნეს, კიდევ ერთი გოლი, თამაშის მიწურულს კი, VAR-მა გააუქმა. „ბეითარმა" 0-1 მოიგო, 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.


აშშ-ის MLS-ის საბა ლობჟანიძის „რეალ სოლტ ლეიკმა" 3-0 დაამარცხა „სტ. ლუის სიტი". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, მე-80 წუთზე შეცვალეს. თუმცა, მანამდე ქართველის გადაცემით, მასპინძლებმა მე-3 გოლი გაიტანეს. ის, სერხი სოლანსის ანგარიშზეა. ამ მოგებით, „რეალ სოლტ ლეიკმა, დასავლეთ კონფერენციის ლიგაში 39 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-10 ადგილზეა.


დღესვე, პირველი ამერიკული გოლი გაიტანა ანრი მექვაბიშვილმა. აშშ-ის MLS-ის გასვლით შეხვედრაში, ქართველის „ჩიკაგო ფაიერიმ" დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში 2-3 დაამარცხა „ატლანტა იუნაიტედი". „მექვაბამ", რომელმაც სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, გოლი 51-ე წუთზე გაიტანა. ამ ტურის შემდეგ, ქართველის გუნდი 51 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიგის სატურნირო ცხრილში, მე-4 ადგილზეა.